top of page
Search

შენობის მართვის სისტემა (BMS) - ოპერაციების გამარტივება Honeywell დახმარებით

Updated: Apr 10




შესავალი


თანამედროვე და სწრაფად განვითარებად კომერციულ გარემოში, შენობის მართვის სისტემა (BMS) მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების ოპერაციული ეფექტურობის, ენერგიის კონტროლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. სასტუმროებითა და საცხოვრებელი კომპლექსებით დაწყებული, სამრეწველო საწარმოებითა და სავაჭრო ცენტრებით დამთავრებული, BMS სისტემა შენობის ავტომატიზებულ მართვაში კრიტიკულად აუცილებელ როლს თამაშობს. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რა არის შენობის მართვის სისტემა (BMS), ვინ უნდა გამოიყენოს ის და რა ტიპის ობიექტებისთვის არის განკუთვნილი. ასევე, რატომ არის ეს სისტემა აუცილებელი თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურისათვის.

როგორც გლობალური ლიდერი ავტომატიზაციისა და კონტროლის სფეროში, Honeywell მომხმარებლებს BMS გადაწყვეტების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც საკუთარი ბრენდით, ასევე შვილობილი კომპანიებით - Trend by Honeywell, Saia Burgess Controls (SBC) by Honeywell, Optimizer Suite by Honeywell და CentraLine by Honeywell. თითოეული ეს პროდუქტი მორგებულია კონკრეტულ რეგიონსა და საბაზრო საჭიროებებზე.

 

რა არის შენობის მართვის სისტემა (BMS)?


შენობის მართვის სისტემა (BMS) არის ცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც გამოიყენება შენობის ისეთი ძირითადი ოპერაციების კონტროლისა და ავტომატიზაციისთვის, როგორიც არის გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირება (HVAC), განათება, უსაფრთხოება და ენერგიის მოხმარება. ამ სისტემების ერთიან პლატფორმაში ინტეგრირებით, BMS საოპერაციო ხარჯებისა და ენერგიის მოხმარების შემცირების პარალელურად საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ბიზნესის ეფექტურობა, უსაფრთხოება და კომფორტი.

 

BMS-ის იდეა სათავეს ადრეულ 1980-იან წლებში იღებს, როდესაც HVAC სისტემის ავტომატიზებულ რეჟიმში გასაკონტროლებლად ანალოგური სისტემა შეიმუშავეს. წლების განმავლობაში, სისტემა ციფრული ტექნოლოგიების, IoT-სა და ხელოვნური ინტელექტის აღმავლობასთან ერთად განვითარდა. ამ ყოველივემ BMS ჭკვიან ქსელად გარდაქმნა, რომელსაც რეალურ დროში შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და სხვა მრავალი უპირატესობით გამოირჩევა.


Honeywell-ს, როგორც ავტომატიზებული ტექნოლოგიების წარმოების პიონერს, მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული BMS გარემოს ფორმირებასა და დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში. კომპანიის სისტემები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიებში, შენობების ოპერაციების ოპტიმიზაციის, რეგულაციების დაკმაყოფილებისა და დასახული მიზნების წარმატებით მიღწევაში. დღევანდელ დროში, BMS არ არის ფუფუნების საგანი, ის ყველა ზომის თანამედროვე შენობისთვის კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ვინ უნდა გამოიყენოს შენობის მართვის სისტემა (BMS)?


შენობის მართვის სისტემა (BMS) მნიშვნელოვანია მრავალი ტიპის ინდუსტრიისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ საწარმოო ეფექტურობის გაზრდას, ხარჯების შემცირებასა და უსაფრთხოების დაცვას. რთულ გარემოში მომუშავე ორგანიზაციები და ბიზნესები ყველაზე მეტად სარგებლობენ Honeywell-ის შენობის მართვის ჭკვიანი სისტემით (BMS), რომელიც ყველა ტიპის გარემოში გამართულად მუშაობისთვის არის შექმნილი.


📌 ინდუსტრიები და ბიზნესები, რომლებსაც BMS სჭირდებათ:

  • კომერციული შენობა - ავტომატიზებული განათება, HVAC, უსაფრთხოება და ენერგიის ოპტიმიზირებული მოხმარება.

  • სასტუმრო - გაზრდილი კომფორტი სტუმრებისთვის.

  • ჯანდაცვის დაწესებულება - კლიმატის კონტროლი, ჰაერის ვენტილაცია და მზაობა საგანგებო სიტუაციებისთვის.

  • ინდუსტრიული ობიექტი და საწყობი - აღჭურვილობის მონიტორინგი, ენერგიის ოპტიმიზება და რეგულაციების დაკმაყოფილება.

  • სავაჭრო ცენტრი - მომხმარებელთა განწყობის გაუმჯობესება მასშტაბური შენობის განათებისა და გათბობა-კონდიცირების სისტემის ავტომატური მართვით.

  • სასწავლო დაწესებულება - საოპერაციო ხარჯების შემცირება ადამიანთა კომფორტის გაზრდის პარალელურად.

 

Honeywell - ლიდერი შენობის მართვის სისტემებში (BMS)


Honeywell შენობის მართვის სისტემების (BMS) წარმოებაში ინდუსტრიის ლიდერია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია როგორც ინოვაციური, საიმედო და ჭკვიანი ტექნოლოგიების შემქმნელი კომპანია. ავტომატიზაციის სისტემების წარმოების ათეულობით წლის გამოცდილებით, Honeywell განუწყვეტლივ ვითარდება, რათა თანამედროვე ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს და მომხმარებელს შესთავაზოს უახლესი გადაწყვეტები, თავიანთი ბიზნესებისა თუ ობიექტების უსაფრთხოებისა და წარმადობის გაზრდაში.


რაც Honeywell-ს სხვებისგან გამოარჩევს, ავტომატიზებულ ტექნოლოგიებში მისი ყოვლისმომცველი პორტფოლიო არის - ცენტრალიზებული საკონტროლო პლატფორმებიდან დაწყებული, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ანალიტიკითა და IoT მოწყობილობებით დამთავრებული. სწორედ ეს მოწყობილობები აძლევს ბიზნესებს საშუალებას, რომ ერთი ინტერფეისიდან მართონ გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, განათება, ენერგიის მოხმარება და უსაფრთხოება, პარალელურად კი, გააუმჯობესონ საოპერაციო ეფექტურობა.


Honeywell-ის ლიდერობა კი, დამატებით გამყარებულია მისი შვილობილი ბრენდების მეშვეობით, მაგალითად როგორიცაა CentraLine - ევროპულ ბაზარზე შენობის მართვის სისტემების (BMS) მოქნილ გადაწყვეტებზე ორიენტირებული ბრენდი. სხვა მნიშვნელოვან პროდუქტების ხაზთან ერთად, Honeywell და მისი შვილობილი კომპანიები უზრუნველყოფენ კომერციულ, სამრეწველო და საცხოვრებელ სივრცეებზე მორგებულ სისტემებს, რომლებიც ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და უზარმაზარი გამოცდილების წყალობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით სანდო არჩევანს წარმოადგენენ.


📌 საოპერაციო გაუმჯობესებები Honeywell-ის BMS დახმარებით:

  • ენერგიის ოპტიმიზირება - ენერგიის მოხმარების რეალურ დროში მონიტორინგი და მისი ოპტიმიზირება.

  • შემცირებული ხარჯი - რესურსების ოპტიმიზირებული გამოყენებითა და წინასწარი დიაგნოსტიკით საგრძნობლად მცირდება ხარჯი.

  • გაუმჯობესებული წარმადობა - თვით-დიაგნოსტიკის დახმარებით სისტემა წინასწარ აფრთხილებს ადამიანებს მოსალოდნელი ტექნიკური მომსახურების შესახებ და ამით ზრდის მოწყობილობების სიცოცხლისუნარიანობას.

  • გაზრდილი უსაფრთხოება - სათვალთვალო კამერები და ცენტრალური სამმართველო მოწყობილობები ზრდიან ობიექტისა და შენობისა და მასში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას.

 

Honeywell-ის შენობის მართვის სისტემის (BMS) მნიშვნელოვანი კომპონენტები


Trend by Honeywell

Trend by Honeywell არის შენობის მართვის სისტემა (BMS), რომელიც შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და ძირითადად ორიენტირებულია გაერთიანებული სამეფოს, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. სპეციალურად შექმნილი კომერციული ტიპის შენობებისა და კომპლექსური ობიექტებისათვის, Trend მიმართულია HVAC-ის კონტროლზე, ენერგიის მართვასა და მონაცემების რეალურ დროში დამუშავებაზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს საოპერაციო ეფექტურობა.


მოწყობილობა დამოუკიდებელ, სპეციალურ საოპერაციო სისტემაზე მუშაობს და მიზნების შესასრულებლად ისეთ კომპონენტებს იყენებს, როგორებიც IQ4 Main Plant Controller, IQ4 Plant Controller და IQ ECO Terminal Unit Conttler არიან. ყველა ეს კომპონენტი ერთად მუშაობს, რათა მაღალი სიზუსტითა და მომენტალური რეაგირებით მოხდეს შენობის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორინგი და ავტომატურ რეჟიმში კონტროლი. Honeywell-ის სხვა BMS გადაწყვეტებისგან განსხვავებით, Trend საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას ეყრდნობა და არ იყენებს Niagara-ს, რაც მას საკმაოდ სპეციალიზებულ სისტემად აქცევს.


📌 Trend by Honeywell-ის უპირატესობები:

  • შექმნილი და ოპტიმიზირებულია ევროპული სტანდარტის ნაგებობებისთვის.

  • ორიენტირებულია HVAC და ენერგიის კონტროლზე. 

  • გრძელვადიანი წარმადობისა და კონსისტენტურობისთვის სპეციალურ აპარატურას იყენებს.

  • აწარმოებს ენერგიის მოხმარების დეტალურ ანალიტიკას. 

 

Saia Burgess Controls (SBC) by Honeywell

Saias Burgess Controls (SBC) by Honeywell არის შვეიცარიაში შემუშავებული ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული შენობის მართვის სპეციალიზებული სისტემა (BMS), რომელიც ძირითადად ინდუსტრიულ ავტომატიზაციაში გამოიყენება. ის გათვლილია კომპლექსური გარემოსთვის, სადაც სიზუსტეს, გამძლეობასა და ფართომასშტაბიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება - კონკრეტულად კი, ორიენტირებულია სატრანსპორტო და სხვა ტიპის მძიმე დანადგარების საწარმოო სექტორზე.


SBC-ის ძირითადი მიმართულებებია სამრეწველო ავტომატიზაცია და SCADA (საზედამხედველო კონტროლი და მონაცემთა შეგროვება) სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესების რეალურ დროში კონტროლსა და სრული საწარმოო პროცესის მონიტორინგს. სისტემა, მოქნილი და ეფექტური მუშაობისთვის, Programmable Logic Controllers (PLCs) მოწყობილობას ეყრდნობა. პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ კი, SBC იყენებს SBS Saia PCD და SCADA პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციის მაღალ სტანდარტს და სხვა სისტემებთან თავსებადობას.


📌 Saia Burgess Controls (SBC) by Honeywell-ის უპირატესობები:

  • იდეალურია ინდუსტრიული გარემოსთვის. 

  • PLC მოწყობილობა სისტემის გამართულ და გრძელვადიან მუშაობს უზრუნველყოფს.

  • თავსებადია სხვა სისტემებთან.

  • შექმნილია ფართო მასშტაბის ობიექტებისთვის.

 

Honeywell Optimizer Suite

Honeywell Optimizer Suite არის მძლავრი და მოქნილი შენობის მართვის სისტემა (BMS), რომელიც შემუშავებულია შეერთებულ შტატებში და აქცენტი გლობალურ ბაზარზე აქვს, თუმცა ძირითადად მაინც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გვხდება. სისტემა შექმნილია დიდი მასშტაბის კომერციული და ინდუსტრიული შენობებისთვის, სადაც ფართომასშტაბიანობასა და სანდოობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლია აქვს.


Optimizer Suite ორიენტირებულია მონაცემთა დამუშავებაზე, პრევენციულ დიაგნოსტიკასა და ენერგიის მოხმარების ოპტიმიზებაზე, რაც დაწესებულების მენეჯერებსა და მმართველებს საშუალებას აძლევს მონიტორინგი გაუწიონ ენერგიის გამოყენებას და წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია მოსალოდნელი ტექნიკური სამუშაოების შესახებ. სისტემა Niagara Framework-ის წყალობით მარტივად ინტეგრირდება შენობაში და ეფექტური ოპერირებისთვის იყენებს ისეთ მძლავრ მოწყობილობებს, როგორებიც არის: Optimizer Advanced Controller (BACnet/IP), Optimizer Unitary Controller მრავალ-პროტოკოლიანი მხარდაჭერით (BACnet IP, T1L, MS/TP), Optimizer VAV Controller ჰაერის ნაკადის ენერგოეფექტური რეგულირებისთვის და Optimizer Supervisors-ს, რომელიც ცენტრალიზებულად აკონტროლებს შენობას.


📌 Honeywell Optimizer Suite-ის უპირატესობები:

  • გათვლილია დიდი და კომპლექსური სივრცისთვის, სადაც მრავალი ტიპის ავტომატიზაციაა საჭირო.

  • სხვადასხვა ტიპის სისტემის მარტივი ინტეგრაციისთვის Niagara-ს პროგრამულ უზრუნველყოფას ეყრდნობა.

  • გრძელვადიანი წარმადობისთვის შეუძლია მოსალოდნელი ტექნიკური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდება.

  • აქვს ენერგო-ეფექტური საკონტროლო მოწყობილობები.

 

CentraLine by Honeywell

CentraLine by Honeywell არის სანდო BMS ბრენდი, რომელიც შემუშავებულია გერმანიაში და ემსახურება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) რეგიონებს. სისტემა სპეციალურად არის შექმნილი საშუალო და დიდი მასშტაბის ობიექტებისთვის და მომხმარებელს შენობის ავტომატიზაციის შესაძლებლობების სრულ პაკეტს სთავაზობს. როგორც Honeywell-ის შვილობილი კომპანია, CentraLine მომხმარებლებს სანდოობას, წარმადობასა და დინამიკურ სისტემას აწვდის, რომელიც თანამედროვე ობიექტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.


სისტემის მთავარი ფოკუსი მიმართულია ყოვლისმომცველ ავტომატიზაციაზე, რომელიც ცენტრალიზებული პლატფორმის დახმარებით მოიცავს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათებისა და უსაფრთხოების პარამეტრების კონტროლს. CentraLine-ის პროგრამული უზრუნველყოფა Niagara-ზეა დაფუძნებული, რომლის წყალობითაც მარტივად ინტეგრირდება სხვა ტიპის სისტემებთან. სპეციალიზებული მოწყობილობები ფართო სპექტრის კონტროლერებს მოიცავენ, რომლებიც რთულ სცენარებზე ზუსტად და მოხერხებულად გასამკლავებლად არიან შექმნილნი.


📌 CentraLine by Honeywell-ის უპირატესობები:

  • შექმნილია კონკრეტული ბაზრისთვის და მორგებულია რეგიონულ მახასიათებლებზე. 

  • მუშაობს Niagara-ს ქსელზე.

  • HVAC, განათებისა და უსაფრთხოების სისტემის ინდივიდუალური, მოდულარული კონტროლი. 

  • იდეალურია ენერგო-ეფექტურობისა და ჭკვიანი ავტომატიზაციისთვის.

 

როგორ მუშაობენ ისინი ერთმანეთთან და Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან ოპტიმალური შედეგის მისაღებად?


რაც Honeywell-ის BMS მოწყობილობების ასორტიმენტს ნამდვილად ეფექტურს ხდის, არის მათი შესაძლებლობა, ერთმანეთთან და Honeywell-ის სხვა მოწყობილობებთან უპრობლემოდ შეძლონ ინტეგრაცია. მაგალითად, Honeywell-ისა და მისი შვილობილი ბრენდების BMS გამართულად მუშაობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან ერთად. იქნება ეს Trend, SBC, Optimizer Suite თუ CentraLine, თითოეული სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ეფექტურად დაამყარონ კომუნიკაცია ერთიანი პლატფორმის მეშვეობით და მომხმარებელს მთლიანი შენობის მართვის ეფექტური მიდგომა შესთავაზონ.


სწორედ ღია პროტოკოლებისა და Niagara-ს ქსელის წყალობით არის შესაძლებელი BMS-ის Honeywell-ის სახანძრო სიგნალიზაციასთან ინტეგრირება, რაც ცენტრალიზებული მონიტორინგის, კონტროლისა და რეაგირების საშუალებას იძლევა. შენობის მენეჯერებსა და მმართველებს ერთი ინტერფეისიდან შეუძლიათ გააკონტროლონ გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათების, ენერგიის მოხმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და ოპერაციულ ეფექტურობას, საბოლოოდ კი, იზრდება უსაფრთხოება. 


ეს თანაჩართულობა უზრუნველყოფს შენობის ჭკვიან და უსაფრთხო ფუნქციონირებას - Honeywell-ის ეკოსისტემას კი, თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს.

 

INWEST-ის შესახებ


INWEST საქართველოში Honeywell-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სანდო პარტნიორობა უკვე თითქმის 10 წელია გრძელდება. სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, INSWEST-მა სხვადასხვა სექტორში წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი Honeywell-ისა და მისი შვილობილი ბრენდების პროდუქტების გამოყენებით - მათ შორის არის სასტუმროები, კომერციული, სამრეწველო და საცხოვრებელი ობიექტები.

 

INWEST მომხმარებლებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, რომლებიც კომპლექსური ინფრასტრუქტურისა და ბიზნესების მოთხოვნებზეა მორგებული:


  • სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა - BMS-ის ინდივიდუალური დაგეგმვა და ინტეგრაცია.

  • დაყენება & ექსპლუატაცია - Honeywell-ის სისტემების მონტაჟი და კონფიგურაცია.

  • ტექნიკური მომსახურება & მხარდაჭერა - სისტემის გრძელვადიანი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა.

  • კონსულტაცია & დახმარება - პროფესიონალური დახმარება სისტემის განახლებისა და გაფართოებისთვის.


ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, INWEST განაგრძობს Honeywell-ის მაღალი დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით და ბიზნესებს მომავალზე ორიენტირებულ ეფექტური სისტემების დაყენებასა და შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.

 

 

შეჯამება


Honeywell-ის შენობის მართვის სისტემა (BMS) სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის - კომერციული შენობებიდან და სასტუმროებიდან დაწყებული, სამრეწველო ობიექტებით დასრულებული - მძლავრ ოპერაციულ ეფექტურობას უზრუნველყოფს, რომელიც სრულ ავტომატიზაციასა და ჭკვიან კონტროლზეა გათვლილი. დივერსიფიცირებული პორტფელისა და ბრენდების წყალობით, რომლებიც Trend-ს, Saia Burgess Controls-ს, Optimizer Suite-სა და CentraLine-ს მოიცავს, Honeywell ბიზნესებს მათ რეგიონსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. ეს სისტემები არა მხოლოდ აუმჯობესებს გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, განათება, ენერგიისა და უსაფრთხოების მართვას, არამედ შენობის სრული ზედამხედველობისთვის უპრობლემოდ ინტეგრირდებიან Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სიგნალიზაციასთან. 


საქართველოში INWEST-ის დახმარებით, Honeywell-ის BMS გადაწყვეტები ენერგო ეფექტურობას, ხარჯების დაზოგვასა და სრულ ავტომატიზაციას უზრუნველყოფს, რაც მათ მნიშვნელოვან გადაწყვეტებად აქცევს მომავალზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის, რომლებსაც შენობის ჭკვიანი ავტომატიზაცია სურთ.

 

 

Comments


Inwest Logo W

სათავო ოფისი

ლუბლიანას III ჩიხი, N9, თბილისი

+995 555 14 39 61

info@inwest.ge

სოც. ქსელები

დაგვიკავშირდი

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
 

+995 555 14 39 61

+995 555 33 57 54

© 2023 by INWEST

bottom of page