top of page
Search

Honeywell-ის ასპირაციის სისტემა (ASD) - ხანძრის ადრეული აღმოჩენის ინოვაციური მიდგომა ყველა ტიპის გარემოსათვის.


VESDA ASD
VESDA ASD

შესავალი - ყველაფერი Honeywell-ის ასპირაციის სისტემის შესახებ


ისეთ გარემოში, სადაც ხანძრის ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასპირაციის სისტემები (ASD) უპრეცედენტო სიზუსტესა და სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფენ. სწორედ ასეთი მოწინავე სისტემები უწევენ გარემოს აქტიურ მონიტორინგს, აანალიზებენ ჰაერს და აფიქსირებენ კვამლის უმცირეს ნაწილაკებსაც კი, გაცილებით ადრე, ვიდრე ამას ტრადიციული ტიპის დეტექტორები აკეთებენ. შედეგად, ასპირაციის კვამლის დეტექტორები იდეალურად ფუნქციონირებენ მაღალი რისკის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ისეთ სივრცეებში, როგორიც არის მონაცემთა ცენტრები, ინდუსტრიული ობიექტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა ტიპის ნაგებობები.


Honeywell, როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მწარმოებელი გლობალური ლიდერი, მომხმარებლებს უახლესი თაობის ასპირაციის ინოვაციურ სისტემებს სთავაზობს - VESDA და FAAST. ეს სისტემები შექმნილია ხანძრის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, რაც ობიექტზე მყოფ პერსონალს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღონ შესაბამისი ზომები, შეამცირონ ზიანი, თავიდან აიცილონ საოპერაციო წარმოების შეწყვეტა და რაც მთავარია - დაიცვან ადამიანების უსაფრთხოება.


ამ სტატიაში გავეცნობით, თუ რას წარმოადგენს Honeywell-ის ასპირაციის სისტემები, როგორ უზრუნველყოფენ ისინი სახანძრო უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას და რატომ გამოირჩევიან VESDA და FAAST გლობალური სანდოობით. ასევე, ვნახავთ რა უპირატესობები აქვს ამ ტექნოლოგიას, განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებში და როგორ შეიძლება მისი ინტეგრაცია ნებისმიერი ტიპის სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან.

 

რა არის ასპირაციის სისტემა (ASD)?


ასპირაციული სისტემა (ASD) არის ხანძრის გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მგრძნობიარე ტექნოლოგია, რომელიც მუდმივად შეისწავლის გარემოს, აკვირდება ჰაერში მომხდარ ცვლილებებს და ცდილობს, კვამლის ნაწილაკები მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს. ტრადიციული ტიპის დეტექტორებისგან განსხვავებით, რომლებიც ხანძრის აღმოჩენაში ეყრდნობიან იმას, რომ კვამლი თავად მიაღწევს დეტექტორს, ასპირაციული დეტექცია ჰაერის ნიმუშების გარემოდან აღებას გულისხმობს, რაც ხანძარზე ბევრად სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ნიშნავს.  


თავდაპირველად შექმნილი მონაცემთა დაცვის ცენტრებისა და მსგავსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის, ASD ტექნოლოგია დროთა განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა და უფრო დიდი არეალი მოიცვა. დღეს, ის ფართოდ გამოიყენება უამრავ ინდუსტრიაში, სადაც ხანძრის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ობიექტის როლიდან გამომდინარე, საფრთხეზე სწრაფად რეაგირება კრიტიკულ როლს თამაშობს.


სწორედ Honeywell არის წლების განმავლობაში ამ ტექნოლოგიის განვითარების სათავეში - კომპანია ბიზნესებსა და მომხმარებლებს უახლეს ASD სისტემებს აწვდის, რომლებიც მარტივად ინტეგრირდებიან სახანძრო უსაფრთხოების მთლიან ინფრასტრუქტურასთან. ეს სისტემები განსაკუთრებით ფასეულია ისეთ გარემოში, სადაც თუნდაც მცირე ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელია სერიოზული საოპერაციო შეფერხების, ქონების დაზიანებისა და ადამიანების სიცოცხლის დაზიანების გამოწვევა.

 

როგორ მუშაობს Honeywell-ის ასპირაციის სისტემა (ASD)?


Honeywell-ის ასპირაციის სისტემა (ASD) რამდენიმე ეტაპიანი პროცესით ფუნქციონირებს, რომელიც ხანძრის საფრთხის სწრაფად, ადრეულ ეტაპზევე გამოვლენაზეა ორიენტირებული. გაცილებით ადრე, ვიდრე ამას ტრადიციული ტიპის დეტექტორები შეძლებენ. სისტემის მუშაობის პროცესი კი, შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:


1.    ჰაერის ნიმუშის აღება სტრატეგიულად განლაგებული პატარა მილების წყალობით სისტემა აქტიურად იღებს ჰაერის ნიმუშებს შესაბამისი გარემოდან და მაღალი მგრძნობელობის ასპირატორების დახმარებით, ცენტრალური დეტექციის ბლოკში გზავნის.

2.    ფილტრაცია და მომზადება ნიმუში გადის ფილტრს, რომელიც მას წმენდს დაბინძურებისგან - მტვერი, ნაწილაკები და სხვა ნივთიერებები - შედეგად ვიღებთ ზუსტ ანალიზს, რაც ცრუ განგაშის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.

3.    ლაზერული ან LED ანალიზი ფილტრში გასუფთავებული ჰაერი სკანერდება ლაზერის ან LED განათების ტექნოლოგიით. ეს სისტემას საშუალებას აძლევს ამოიცნოს კვამლის მიკროსკოპული ნაწილაკები.

4.    მონაცემთა დამუშავება და სიგნალის გადაცემა კვამლის დაფიქსირებისას, Honeywell-ის მოწყობილობები - VESDA და FAAST - აანალიზებენ მონაცემებს და შესაბამის სიგნალს გზავნიან სახანძრო უსაფრთხოების ან/და შენობის მართვის სისტემასთან.

5.    ინტეგრაცია და რეაგირება რეაგირების ეფექტურობის მაქსიმალურად გასაზრდელად, ASD შესაძლებელია ინტეგრირდეს სახანძრო უსაფრთხოების დამატებით კომპონენტებთან, იქნება ეს სპრინკლერები, სახანძრო სირენები, შუქური სიგნალიზაცია თუ ადრეული გაფრთხილების სხვა მოწყობილობები.

 

ვინ უნდა გამოიყენოს ასპირაციის სისტემა (ASD)?


ასპირაციის სისტემა (ASD) იდეალურია ისეთი გარემოსთვის, სადაც ხანძრის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა აუცილებელია და ტრადიციული დეტექტორები შესაძლოა საკმარისად მგრძნობიარენი არ იყვნენ. Honeywell მომხმარებლებს იმგვარ ASD მოწყობილობებს აწვდის, რომლებიც სპეციალურად მორგებულია განსაკუთრებით მაღალი რისკის ობიექტების საჭიროებებს - იქნებიან ისინი მონაცემთა ცენტრები, საავადმყოფოები, მუზეუმები თუ სხვა სტრატეგიული სივრცეები, სადაც მცირე ხანძრის შემთხვევასაც კი შეუძლია სერიოზული ზიანი მოიტანოს:

  • მონაცემთა ცენტრები საფრთხის საწყის ეტაპზევე გამოვლენა ხელს უშლის გადახურების ან ელექტრო გაუმართაობის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის სერიოზულად ინციდენტად გადაზრდას, ამცირებს რა პოტენციურ ზიანსა და საოპერაციო პროცესის შეჩერებას.

  • მუზეუმები & საცავები ASD, ხანძრის სწრაფადვე აღმოჩენით უზრუნველყოფს განსაკუთრებული ღირებულების მქონე არტეფაქტებისა და ექსპონატების დაცვას მუზეუმებსა და სხვა, მსგავს სივრცეებში.

  • საავადმყოფოები ისეთი ობიექტები, სადაც ადამიანთან ევაკუაცია მომეტებულ რისკებსა და სირთულეებს უკავშირდება, განსაკუთრებით სარგებლობენ საფრთხეების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენით, ამას კი Honeywell-ის ასპირაციის სისტემა უზრუნველყოფს.

  • კომერციული შენობები ეფექტური საევაკუაციო ღონისძიებები სისწრაფეს საჭიროებს, ეს კი ბევრი ადამიანით დასახლებულ გარემოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ინდუსტრიული ობიექტები მტვრითა და საოპერაციო პროცესების შედეგად გამოყოფილი ნაწილაკებით სავსე გარემოში, ისეთი სისტემა, რომელიც მარტივად ფილტრავს და არჩევს რეალურ რისკს ცრუ განგაშისგან, კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება.

 

ასპირაციის შედეგად მიღწეული საოპერაციო უპირატესობები რისკების უკეთ მართვას, ცრუ განგაშის შემცირებასა და ხანძრის მონიტორინგის გაძლიერებას მოიცავს, რაც ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობასა და რეგულაციებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

 

Honeywell - ასპირაციის სისტემებისა და სახანძრო უსაფრთხოების ლიდერი


Honeywell-მა, ათწლეულების განმავლობაში დანერგილი ინოვაციების, კოლაბორაციებისა და ტექნიკური გამოცდილების წყალობით, თავი დაიმკვიდრა, როგორც ასპირაციის სისტემებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოწყობილობების წარმოებაში გლობალური ლიდერი.  

ბაზარზე ხანძრის ადრეულ ეტაპზე აღმომჩენ მოწყობილობებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, Honeywell-მა კი საკუთარი პოზიცია, Xtrail-ის შეძენით გააძლიერა - კომპანია, რომელმაც შეიმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ეფექტური ასპირაციის სისტემა VESDA (Very Early Smoke Detection Apparatus).  ამ ნაბიჯით, Honeywell-მა შეძლო გაეფართოებინა საკუთარი ასპირაციული ტექნოლოგიებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პორტფელი, რითაც მაქსიმალური სანდოობა და მთელ რიგ ინდუსტრიებში, ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტანდარტი დანერგა.

დღეს, Honeywell-ის ASD სისტემები გამოიყენებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გამოირჩევიან სანდოობით, მაღალი სისწრაფით, მგრძნობელობითა და სხვა ისეთ სისტემებთან მარტივი თავსებადობით, როგორიც მაგალითად შენობის მართვის სისტემა (BMS) ან სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არის.


მუდმივი ინოვაციებით, კვლევებითა და განვითარებით, Honeywell-მა უზრუნველყო, რომ ასპირაციის სისტემა უბრალოდ პრემიუმ დანამატი კი არ იყოს ობიექტისათვის - არამედ წარმოადგენდეს თანამედროვე უსაფრთხოების მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპონენტს, რომლითაც ყველა ბიზნესი უნდა სარგებლობდეს.

 

Honeywell-ის ასპირაციის სისტემის (ASD) როლი სახანძრო უსაფრთხოებაში


Honeywell-ის ასპირაციის სისტემა (ASD) ყველა თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სიგნალიზაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელსაც Honeywell-ის თუ სხვა ნებისმიერი ბრენდის სახანძრო სიგნალიზაციასთან მარტივი ინტეგრაცია შეუძლია. მესამე მხარის მიერ წარმოებულ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებთან თავსებადობა, მას იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც ახალი ბიზნესებისთვის, ისე არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე ორიენტირებული პროექტებისთვის, რომლებსაც უკვე გააჩნიათ გარკვეული მოწყობილობები.


ASD შეუძლია ავტომატიზებულ რეჟიმში ჩართოს სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის მექანიზმები და გააქტიუროს საევაკუაციო პროტოკოლი - ეს ყველაფერი მონაცემების რეალურ დროში დამუშავებისა და ცენტრალიზებული მონიტორინგის პარალელურად. შედეგად, კრიტიკულ სიტუაციებში უზრუნველყოფილია რეაგირების სწრაფი და კოორდინირებული მექანიზმი. არ აქვს მნიშვნელობა, ასპირაციის სისტემა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს თუ ინტეგრირებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემაში, Honeywell-ის ASD გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას, რეაგირების დროს, პარალელურად კი, ამცირებს რისკებს და ყველა სექტორისთვის უზრუნველყოფს სტანდარტებისა თუ რეგულაციების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

 

Honeywell-ის ასპირაციის სისტემის (ASD) ინტეგრაცია სხვა ბრენდებთან


Honeywell-ის Aspirating Smoke Detection (ASD) სისტემა შექმნილია მაქსიმალური თავსებადობისთვის, რაც მას საშუალებას აძლევს შეუფერხებლად ინტეგრირდეს მესამე მხარის მიერ წარმოებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან. არ აქვს მნიშვნელობა ეს სისტემები მოძველებულია, თუ თანამედროვე ტიპის მოწყობილობებს წარმოადგენენ, Honeywell-ის ASD თავსებადია ნებისმიერი გლობალური ბრენდის მიერ შექმნილ სისტემასთან. ღია პროტოკოლის წყალობით, Honeywell-ის ასპირაციის სისტემა ინარჩუნებს ინტეგრაციულ სიმარტივესა და მაქსიმალურ სანდოობას, პროექტისა და ბრენდის ტიპის მიუხედავად.

 

სწორედ ეს მოქნილობა აქცევს Honeywell-ის ASD სისტემებს იდეალურ არჩევანად იმ პროექტებისთვის, სადაც რამდენიმე სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი მოწყობილობა გვხვდება.


მარტივი ინტეგრაციის წყალობით მიიღწევა:

  • ცენტრალიზებული მონიტორინგი

  • ერთიანი და კოორდინირებული რეაგირება

  • მარტივი ტექნიკური მომსახურება 


სხვადასხვა ბრენდების მოწყობილობებთან თავსებადობით, Honeywell-ის ასპირაციის სისტემა ქმნის მომავალზე ორიენტირებულ, მასშტაბურ და რეგულაციებთან შესაბამისობაში მყოფ სახანძრო უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს.

 

Honeywell-ის ასპირაციის სისტემის მთავარი კომპონენტები:


VESDA by Xtralis (Honeywell) – Very Early Smoke Detection Apparatus

VESDA by Xtralis, რომელიც ახლა Honeywell-ის საკუთრებაშია, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მაღალ განვითარებულ ასპირაციულ სისტემას (ASD) წარმოადგენს. ის ავსტრალიაში შემუშავდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება. სისტემა შექმნილია განსაკუთრებულად მაღალი რისკის გარემოსთვის, ისეთი როგორიც მაგალითად მონაცემთა ცენტრები, მუზეუმები, არქივები, საავადმყოფოები და მსგავსი დაწესებულებებია - ადგილები, სადაც ხანძრის დეტექციის უმნიშვნელო დაგვიანებამაც კი, შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.


VESDA-ს ხანძრის მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა სხვადასხვა ისეთი მაღალი მგრძნობელობის დეტექტორების დახმარებით შეუძლია, როგორებიც VESDA-E, VESDA VLP და VESDA LaserFocus არიან. ეს მოწყობილობები მუდმივად ახორციელებენ ჰაერის მონიტორინგს და მასში ეძებენ კვამლის მიკროსკოპულ ნაწილაკებს.


სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, VESDA იყენებს VESDA VSC პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც დისტანციური კონფიგურაციის, მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

 

📌 VESDA by Xtralis-ის უპირატესობები:

  • ხანძრის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობები

  • იდეალურია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის

  • იყენებს დეტექტორების მრავალ ტიპს

  • იმართება თანამედროვე VESDA VSC უზრუნველყოფით

 

FAAST by Honeywell Fire – Fire Alarm Aspirational Sensing Technology

FAAST by Honeywell Fire არის ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავებული მაღალი წარმადობის ასპირაციის სისტემა (ASD), რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება სხვადასხვა ინდუსტრიულ და კომერციულ ობიექტებს. FAAST იშიფრება, როგორც სახანძრო განგაშის ასპირაციული მიგნების ტექნოლოგია და მომხმარებლებს ჭკვიან სისტემას სთავაზობს, რომელსაც კვამლის ნაწილაკების აღმოჩენა ხანძრის ადრეულ ეტაპზე შეუძლია, ამისათვის კი მრავალი სენსორისაგან დაკომპლექტებულ ქსელს ეყრდნობა - შედეგად, იზრდება ეფექტურობა და მცირდება ცრუ განგაშის რისკები.


FAAST იდეალურია ისეთი რთული გარემოსათვის, როგორიც საწარმოო ობიექტები, ქარხნები, ლოჯისტიკური ცენტრები, აეროპორტები და კომერციულ ობიექტები არიან. ASD-ის სისტემა ისეთ მრავალფეროვან ფიზიკურ მოწყობილობებს მოიცავს, როგორებიც არიან FAAST LT-200, FAAST XS და FAAST XM. ყოველი მათგანი განსხვავებულ გადაწყვეტაზეა ორიენტირებული და მომხმარებლისთვის ცალკეული, მნიშვნელოვანი უპირატესობის შეთავაზება შეუძლია.


მთლიანი სისტემა კი, პროგრამული კონფიგურაციისთვის FAAST LT-200 Configuration Software იყენებს, რომელიც ყველა ჩართულ კომპონენტს ერთმანეთთან ეფექტურად აკავშირებს და ადამიანებს საშუალებას აძლევს დისტანციურად გაუწიონ მონიტორინგი ყველანაირ პროცესს.

 

📌 FAAST by Honeywell Fire-ის უპირატესობები:

  • ორიენტირებულია ინდუსტრიულ და კომერციულ გარემოზე

  • დეტექციის გაძლიერებული შესაძლებლობები

  • შემცირებული ცრუ განგაში

  • მარტივი პროგრამული კონფიგურაცია

 

INWEST - Honeywell-ის ოფიციალური პარტნიორი


INWEST უკვე 10+ წელია რაც Honeywell-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ამ დროის მანძილზე, კომპანია სანდო და გამოცდილ პარტნიორად ჩამოყალიბდა. ინდუსტრიაში დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით, INWEST-მა 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა Honeywell-ის სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით, მათ შორის არის - ასპირაციის სისტემა (ASD), შენობის მართვი სისტემა (BMS), ოთახის მართვის სისტემა (RMS), სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და სხვა თანამედროვე გადაწყვეტები, რომლებიც მთელ რიგ ინდუსტრიებს ემსახურებიან, დაწყებული სტუმარ-მასპინძლობის სექტორიდან, დასრულებული ინდუსტრიული და კომერციული სექტორებით.


მომხმარებლებსა და ბიზნესებს INWEST მთელ რიგ სერვისებს სთავაზობს:


  • სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა ასპირაციის სისტემის ინდივიდუალური დაგეგმვა და ინტეგრაცია, სპეციალურად შემუშავებული, რათა დააკმაყოფილოს ნებისმიერი პროექტისა და რეგულატორის მოთხოვნები.

  • ინსტალაცია & ექსპლუატაცია INWEST უზრუნველყოფს Honeywell-ის ასპირაციის სისტემის სრულ მონტაჟსა და კონფიგურაციას.

  • ტექნიკური მომსახურება & მხარდაჭერა გრძელვადიანი ტექნიკური მომსახურება, რომელიც გათვლილია სისტემის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებასა და მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობის შესანარჩუნებლად.

  • კონსულტაცია & დახმარება ტექნიკურ საკითხებში კონსულტაცია, რომელიც სისტემურ განახლებებს, დაფარვის გაფართოებასა და ნებისმიერი სახის დახმარებას ეხება.

  • ინვენტარის & ნაწილების მიწოდება პროექტის დეტალური შეფასების შემდგომ, INWEST უზრუნველყოფს ყველა საჭირო და აუცილებელი ინვენტარის მოძიებასა და იმპორტს, ნაწილების საჭიროების შემთხვევაში კი, მათ დისტრიბუციას. 

 

Honeywell-ის ტექნოლოგიური უპირატესობების, გამოცდილებისა და ცოდნის ეფექტური გაერთიანებით, INWEST საქართველოში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, სანდო და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტებს, რომლებიც პასუხობენ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებსა და ავტომატიზაციის ყველანაირ საჭიროებას.

 

შეჯამება


ასპირაციის სისტემა (ASD) თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის მომხმარებლებს სთავაზობს ხანძრის ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას, შემცირებულ ცრუ განგაშსა და სხვა სისტემებთან მარტივ ინტეგრაციას, იქნება ეს სახანძრო სიგნალიზაცია, შენობის მართვის სისტემა თუ სხვა ნებისმიერი გადაწყვეტა. Honeywell, ასპირაციის სისტემის ისეთი მოწინავე ტექნოლოგიებით, როგორიც VESDA by Xtrails და FAAST by Honeywell Fire არიან, მომხმარებლებს ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. სისტემები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაქსიმალური უსაფრთხოების მიღწევაზე ყველაზე კრიტიკულ გარემოშიც კი.


საქართველოში INWEST, როგორც Honeywell-ის ოფიციალური პარტნიორი, უზრუნველყოფს სრულ მომსახურებას, რაც მოიცავს სისტემის დიზაინს, მოწყობილობების ინსტალაციას, საინჟინრო კონსულტაციასა და გრძელვადიან ტექნიკური მომსახურებას. INWEST-ის პროფესიონალთა გუნდი ზუსტად პასუხობს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და უზრუნველყოფს Honeywell-ის უახლესი ტექნოლოგიების ეფექტურ დანერგვასა და გამართულად მუშაობას.

 

Comments


Inwest Logo W

სათავო ოფისი

ლუბლიანას III ჩიხი, N9, თბილისი

+995 555 14 39 61

info@inwest.ge

სოც. ქსელები

დაგვიკავშირდი

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
 

+995 555 14 39 61

+995 555 33 57 54

© 2023 by INWEST

bottom of page