top of page
Search

რა არის გახმოვანების სისტემა (PAVA)? – Honeywell-ის ხმოვანი ევაკუაციის სისტემა და მისი უპირატესობები

Updated: 2 days ago


Honeywell (VARIODYN) PAVA System
Honeywell (VARIODYN) PAVA System

შესავალი - Honeywell-ის ხმოვანი ევაკუაციის სისტემა (PAVA)


გარემოში, სადაც უსაფრთხოებასა და კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, სახანძრო განგაშის ხმოვანი საევაკუაციო სისტემა (PAVA) მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანების სწორად და სწრაფად დახმარებაში. PAVA, ანუ საჯარო მიმართვისა და ხმოვანი გაცხადების სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ რეალურ დროში გაავრცელოს მკაფიო და გასაგები ხმოვანი ინსტრუქციები, რომლებიც სწრაფ და ორგანიზებულ ევაკუაციას უზრუნველყოფენ. იქნება ეს კომერციული კომპლექსი, საცხოვრებელი სახლი თუ ინდუსტრიული ობიექტი - PAVA სისტემა აძლიერებს გადაუდებელი რეაგირების ეფექტიანობას, ზრდის საევაკუაციოდ საჭირო ძვირფას დროს და საერთო ჯამში, სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.


Honeywell, როგორც უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციების ტექნოლოგიების მწარმოებელი გლობალური ლიდერი, მომხმარებლებს უახლესი თაობის PAVA სისტემებს სთავაზობს, რომლებიც გამოირჩევიან სანდოობით, მარტივი ინტეგრაციული შესაძლებლობებითა და მასშტაბურობით. Honeywell-ის წამყვანი გადაწყვეტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია VARIODYN და INTEVIO - ორივე შექმნილია ხმოვანი საევაკუაციო და საჯარო მიმართვის ფუნქციების შესასრულებლად.


სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს Honeywell-ის PAVA ტექნოლოგია, ვის შეუძლია მისგან ყველაზე დიდი სარგებლის მიღება და რატომ არიან ისეთი სისტემები, როგორიც VARIODYN და INTEVIO არიან, მსოფლიოს მასშტაბით ხმოვანი ევაკუაციისა და გადაუდებელი კომუნიკაციის სანდო არჩევანი.  

 

რა არის გახმოვანების სისტემა (PAVA)?


სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემა (PAVA) არის საჯარო მიმართვისა და ხმოვანი განგაშის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სახანძრო განგაშზე, უსაფრთხოების დარღვევებზე ან სხვა კრიტიკულ სიტუაციებზე რეაგირების ფარგლებში გაავრცელოს მკაფიო, წინასწარ ჩაწერილი ან რეალურ დროში გადმოცემული ხმოვანი შეტყობინებები ევაკუაციასთან და უსაფრთხოების სხვა ზომებთან დაკავშირებით. განსხვავებით ტრადიციული სირენებისა და შუქურებისგან, რომლებიც ხშირად იწვევენ დაბნეულობას ან პანიკას, PAVA სისტემები უზრუნველყოფენ გასაგებ ინსტრუქციებს, რაც შენობაში მყოფ პირებს, ტერიტორიის სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვებაში ეხმარება.


ხმოვანი ევაკუაციის კონცეფციის აქტიური განვითარება 1980-იან წლებში დაიწყო, როგორც გადაუდებელი საკომუნიკაციო სტანდარტების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. დღევანდელ რეალობაში, PAVA სისტემები ფართოდ გამოიყენებიან საჯარო ობიექტებში, მაღალი ტევადობის მქონე შენობებსა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაში, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციების შესაბამისობა და საგანგებო სიტუაციების დროს, მაქსიმალურად გაზარდონ ადამიანთა უსაფრთხოება. 


თანამედროვე PAVA სისტემები, ისეთები როგორებიც Honeywell-ის მიერ შემუშავებული გადაწყვეტებია, ინტეგრირდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემასა და შენობის მართვის სისტემებთან (BMS), რაც უზრუნველყოფს რეალურ დროში კონტროლს, ზონალურ შეტყობინებასა და საშიშროებაზე ავტომატიზებულ რეაგირებას. Honeywell-ის ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომა კი, მისი PAVA სისტემების უმაღლეს ტექნიკურ და სხვა ტიპის სტანდარტების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, რაც მათ თანამედროვე, უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურაში აუცილებელ კომპონენტად აქცევს.

 

როგორ მუშაობს Honeywell-ის PAVA სისტემა? - ნაბიჯ-ნაბიჯ


Honeywell-ის PAVA სისტემა კოორდინირებული და ავტომატიზებული პროცესის მეშვეობით ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციებში დროული და ზუსტი კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ქვემოთ მოცემულია სისტემის მუშაობის ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტება:


1.      დეტექცია და აქტივაცია პროცესი იწყება მაშინ, როდესაც სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და სენსორები დააფიქსირებენ საგანგებო მდგომარეობას. სიგნალი ააქტიურებს PAVA სისტემას და იწყება წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით რეაგირება. ის ავტომატურად განსაზღვრავს საფრთხის ზონას და ამუშავებს შესაბამის პროცესს, რათა დროულად დაიწყოს ინფორმაციის გავრცელება და უსაფრთხო ევაკუაცია.

2.      სიგნალის გადაცემა სისტემის ცენტრალური კონტროლერი იღებს შეტყობინებას და ამუშავებს მას შენობის საევაკუაციო სტრატეგიის მიხედვით. კონტროლერი ადგენს, რომელი ზონებია რისკის ქვეშ, განსაზღვრავს ხმოვანი შეტყობინებების ტიპს და შემდგომ, იწყებს შესაბამისი სცენარების ავტომატურ ამოქმედებას.

3.      შეტყობინების ზონალური გავრცელება საფრთხის ტიპისა და მდებარეობის მიხედვით, PAVA სისტემა წინასწარ ჩაწერილ ან ლაივ ხმოვან ინსტრუქციებს გადასცემს კონკრეტულ ზონებში ან მთელს ობიექტზე, საჭიროების მიხედვით. ზონალური მიდგომა თავიდან იცილებს ზედმეტ პანიკას, უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამის ტერიტორიებზე არსებული ადამიანების ინფორმირებას და ამცირებს საევაკუაციო დროს, რაც ხალხმრავალ ადგილებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

4.      აუდიო შეტყობინების ტრანსლაცია შეტყობინებები გადაიცემიან მაღალი ხარისხის დინამიკების გამოყენებით, რომლებიც განთავსებულია შენობის სხვადასხვა წერტილში, რათა ხმოვანი ინსტრუქციები მკაფიოდ და გასაგებად ისმოდეს - მათ შორის ხმაურიან გარემოშიც კი. სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს საჭირო ინფორმაცია დროულად, ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზებული და უსაფრთხო ევაკუაციისთვის.

5.      მონიტორინგი და უკუკავშირი Honeywell-ის PAVA სისტემები მუდმივად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ინტეგრირებული პლატფორმების მეშვეობით კი, უზრუნველყოფენ სტატუსის განახლებას, ავარიულ დიაგნოსტიკასა და დისტანციურ მართვას. სისტემა ოპერატორს აძლევს ზუსტ და რეალურ მონაცემებს - მათ შორის სისტემის მდგომარეობის, კავშირის სტაბილურობისა და მოწყობილობების სტატუსის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის PAVA-ს სანდოობა და დროული რეაგირების შესაძლებლობას.

 

 

ვინ უნდა გამოიყენოს PAVA?

Honeywell-ის PAVA გადაწყვეტები იდეალურია სხვადასხვა ინდუსტრიული სექტორისთვის, სადაც უსაფრთხოება, კომუნიკაციის სისწრაფე და რეგულაციებთან შესაბამისობა პრიორიტეტს წარმოადგენს, მათ შორის არის:

  • კომერციული სექტორი - მაღაზიები და ოფისები მკაფიო ხმოვანი სიგნალები ზრდის მომხმარებლებისა და პერსონალის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს პანიკის თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს რეგულაციებთან შესაბამის, საევაკუაციო პროცესს.

  • ინდუსტრიული ზონები - ქარხნები PAVA ეფექტურ და სწრაფ კომუნიკაციას უზრუნველყოფს ისეთ დიდ და ხმაურიან გარემოში, სადაც ტრადიციული განგაშის მოწყობილობები არაეფექტურები არიან.

  • სტუმარ-მასპინძლობის სექტორი - სასტუმროები სტუმრებს სხვადასხვა ენაზე აწვდის ინსტრუქციას და ამცირებს პანიკას ხანძრის ან სხვა სახიფათო ინციდენტების დროს. 

  • საგანმანათლებლო სექტორი - სკოლები და უნივერსიტეტები თანმიმდევრულად აწვდის მითითებებს სტუდენტებისა და პერსონალის დიდ ჯგუფს, რათა უზრუნველყოს შენობის ორგანიზებული დაცლა.


ოპერაციული უპირატესობები, რომლებიც Honeywell-ის PAVA-ს წყალობით მიიღწევა არის - ევაკუაციის შემცირებული დრო, დაშავებისა და დაბნეულობის რისკების შემცირება, მარტივი ინტეგრაცია შენობაში არსებულ სხვადასხვა სისტემასთან. ეს ყველაფერი, PAVA-ს გადაუდებელი სიტუაციების დროს ასამოქმედებელ სტრატეგიაში გადამწყვეტ ინსტრუმენტად აქცევს.

 

Honeywell - ლიდერი PAVA & ხმოვანი ევაკუაციის სისტემებში


ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ინოვაციით, ინჟინრული სიზუსტითა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე მუდმივი ორიენტაციით, Honeywell-მა გლობალური ლიდერის როლი დაიმკვიდრა PAVA (ხმოვანი განგაშის სისტემა) ტექნოლოგიებში. ბრენდი ცნობილია მაღალი სანდოობითა და რეგულაციებთან შესაბამისობის სტანდარტებით, ხოლო მისი უახლესი PAVA სისტემები ემსახურებიან მრავალ სფეროს - სასტუმროებისა და საცალო სავაჭრო ობიექტებიდან დაწყებული, დიდი ინდუსტრიული ობიექტებითა და საჯარო ინფრასტრუქტურით დამთავრებული. Honeywell-ის PAVA გადაწყვეტები არამხოლოდ გამძლე და მასშტაბირებადია, არამედ მარტივად ინტეგრირდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემასა და შენობის მართვის სისტემასთან (BMS), რაც უზრუნველყოფს სრულყოფილ, ცენტრალიზებულ და ეფექტურ გადაუდებელ რეაგირებას.


სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი გადაწყვეტების გარდა, Honeywell-ის გავლენა ვრცელდება მის შვილობილ ბრენდებზეც. მათ შორის VARIODYN და INTEVIO არიან, რომლებიც საჯარო გახმოვანებასა და სხვა ხმოვან კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი. აღნიშნული ბრენდები უზრუნველყოფენ მომხმარებელზე მორგებულ PAVA სისტემებს, რომლებიც EN 54 სტანდარტის შესაბამისად არიან სერტიფიცირებულნი და შექმნილნი. ტექნოლოგიური ლიდერობისა და გამოცილების შერწყმით, Honeywell და მისი შვილობილი ბრენდები განაგრძობენ მაღალი სტანდარტების დაწესებას ხმოვანი ევაკუაციის სისტემებსა თუ უსაფრთხოების სხვა მოწყობილობებში.

 

Honeywell-ის PAVA ინტეგრაცია სახანძრო სიგნალიზაციის & უსაფრთხოების სისტემასთან


Honeywell-ის სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემების (PAVA) ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მათი მარტივი და შეუფერხებელი ინტეგრაცია სახანძრო უსაფრთხოების სისტემასა და ზოგადად, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან. PAVA დანერგვა შესაძლებელია როგორც ახალ შენობებში, ისე უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაში, რაც მას მეტად მოქნილ და ეფექტურ გადაწყვეტად აქცევს. გახმოვანების სისტემა ერთდება სახანძრო სისტემის მართვის პანელთან (FACP) და შენობის მართვის სისტემასთან (BMS), რაც უზრუნველყოფს ერთიან, კოორდინირებულ რეაგირებას გადაუდებელი სიტუაციების დროს და ზრდის მთლიანი უსაფრთხოების ეფექტიანობას.


ხანძრის შემთხვევაში, ინტეგრირებული სისტემა ავტომატურად ააქტიურებს შესაბამის ობიექტზე მორგებულ ხმოვან ინსტრუქციას, ხსნის საევაკუაციო კარს და თიშავს HVAC სისტემას, რათა თავიდან იქნას აცილებული კვამლის გავრცელება. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს კომუნიკაციის სინქრონიზაციას, საევაკუაციო პროცესის დაჩქარებასა და კონტროლის ზრდას, რაც Honeywell-ის PAVA სისტემას გარდაქმნის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგიის აუცილებელ შემადგენელ კომპონენტად.  

 

Honeywell-ის PAVA სისტემის მთავარი კომპონენტები:


VARIODYN (PAVA – Voice Alarm System)

VARIODYN by Honeywell არის მაღალი წარმადობის მქონე PAVA (ხმოვანი განგაში) სისტემა, რომელიც შემუშავებულია გერმანიაში და ფართოდ გამოიყენება ევროპის კონტინენტზე, თუმცა მზარდი გლობალური მოთხოვნით ხასიათდება. ის სპეციალურად შემუშავებულია კომერციული შენობებისა და ინდუსტრიული ობიექტებისთვის, სადაც დიდი დაფარვის, სანდო ხმოვანი ევაკუაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. VARIODYN უზრუნველყოფს Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან შეუფერხებელ ინტეგრაციას, რაც კოორდინირებული კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა საგანგებო სიტუაციების დროს.


სისტემა მოიცავს თანამედროვე კომპონენტებს, მათ შორის: კონტროლერებს, სახანძრო სირენებსა და შუქურ სიგნალიზაციას. პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, VARIODYN-ს დისტანციური მონიტორინგისა და ხმოვანი გამოცხადების მართვა გააჩნია, რაც მომხმარებლებს ცენტრალიზებული კონტროლისა და მრავალზონიანი დიაგნოსტიკის საშუალებას აძლევს.

 

📌 VARIODYN-ის უპირატესობები:

  • შექმნილია მასშტაბური კომერციული და ინდუსტრიული ობიექტებისათვის

  • სრულად ინტეგრირდება Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან

  • უზრუნველყოფს დისტანციურ მართვასა და მრავალზონიან კონტროლს

  • გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და საიმედოობით

 

INTEVIO (PAVA – Voice Alarm System)

INTEVIO by Honeywell არის კომპაქტური და ეფექტური PAVA (ხმოვანი განგაში) სისტემა, რომელიც გერმანიაშია შექმნილი და გათვლილია მცირე და საშუალო ზომის შენობებზე - როგორიცაა მაღაზიები, ოფისები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. INTEVIO მომხმარებლებს ეფექტურ და გამძლე გადაწყვეტას სთავაზობს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით შეუძლია - საევაკუაციო შეტყობინებები, განგაშის სიგნალები, ხმოვანი ინსტრუქციები და ა.შ.


სისტემა იყენებს გამარტივებულ აპარატურას - მათ შორის ქსელურ აუდიო კონტროლერებს, გამაძლიერებლებსა და მიკროფონებს, რაც მაღალი ხარისხის ჟღერადობასა და ზონალურ მართვას უზრუნველყოფს. მისი დისტანციური კონფიგურაცია და ხმოვანი მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფა კი, ცენტრალიზებული მართვის, მონიტორინგისა და სისტემის პერსონალიზების შესაძლებლობას იძლევა. INTEVIO იდეალური გადაწყვეტაა იმ ობიექტებისთვის, რომლებიც მარტივ და ავტომატიზებულ ხმოვან საევაკუაციო სისტემას საჭიროებენ.

 

📌 INTEVIO-ს უპირატესობები:

  • ოპტიმიზებულია მცირე და საშუალო ზომის ობიექტებისთვის

  • გამარტივებულია მისი დაყენება და სხვა ავტომატიზაციებთან ინტეგრაცია

  • დისტანციური კონფიგურაცია და მართვა სრულიად ცენტრალიზებულია

  • აქვს მაღალი ხარისხის აპარატურა

 

INWEST-ის შესახებ - Honeywell-ის ოფიციალური პარტნიორი


INWEST საქართველოში Honeywell-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე ათ წელზე მეტია, რაც დამკვიდრებულია როგორც სანდო და გამოცდილ პარტნიორად. დარგობრივი ცოდნის საფუძველზე, INWEST-მა წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი Honeywell-სა და მისი შვილობილი კომპანიების დახმარებით, მათ შორის: KNX, BMS (შენობის მართვის სისტემა), RMS (ოთახის მართვის სისტემა) და სახანძრო დეტექციის გამოყენებით. ეს მოწინავე და თანამედროვე გადაწყვეტები დანერგილია სხვადასხვა სექტორში - მათ შორის სასტუმროებში, კომერციულ ობიექტებში, ინდუსტრიულ ზონებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში. ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოში ჭკვიანი, უსაფრთხო და ეფექტური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.


INWEST-ის მიერ მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის შეთავაზებული სერვისები:


  • სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა - სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემის ინდივიდუალურად მორგებული დაგეგმვა და ინტეგრაცია. სისტემის დიზაინი გათვლილია თითოეული პროექტის უნიკალურ ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებზე.


  • ინსტალაცია & გაშვება - Honeywell-ის PAVA სისტემის ფიზიკური მონტაჟი და მისი კონფიგურაცია.


  • მომსახურება & ტექნიკური მხარდაჭერა - სანდო და პრევენციული ტექნიკური მომსახურება, რომელიც ამცირებს სისტემის მწყობრიდან გამოსვლის რისკებს, ინარჩუნებს მაღალ ეფექტურობას და ახანგრძლივებს მოწყობილობების სასიცოცხლო ციკლს.


  • კონსულტაცია & დახმარება - ტექნიკური კონსულტაცია და პროფესიონალური მხარდაჭერა სისტემური განახლებების, გაფართოებისა და ფუნქციური გაუმჯობესებებისთვის.


  • ინვენტარის & ნაწილების მიწოდება - სისტემის დაგეგმვის შემდგომ, INWEST უზრუნველყოფს საჭირო კომპონენტების იმპორტსა და მიწოდებას, რათა შენარჩუნდეს უწყვეტი და სტაბილური სამუშაო პროცესი, უსაფრთხოების მაქსიმალურად ზრდის პარალელურად.


Honeywell-ის ტექნოლოგიების დახმარებით, INWEST აგრძელებს საქართველოში ინოვაციური, ეფექტური და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების მიწოდებას, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებზე მაქსიმალურად არის მორგებული. დამატებით, კომპანია უზრუნველყოფს სრულ მომსახურებას - დაგეგმვიდან, დაყენებამდე და მის ტექნიკურ მომსახურებამდე.  

 

შეჯამება


სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემა (PAVA) წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს - ის გადაუდებელი სიტუაციების დროს უზრუნველყოფს მკაფიო კომუნიკაციას და ამარტივებს უსაფრთხო საევაკუაციო პროცედურებს. როგორც დარგის ლიდერი, Honeywell მომხმარებლებს სთავაზობს PAVA გადაწყვეტების ფართო სპექტრს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველანაირი ტიპის ობიექტის გამოწვევებს და მსოფლიოს გარშემო სანდოობით გამოირჩევიან. მაგალითად, ასეთი სისტემებია VARIODYN და INTEVIO - რომლებიც საგანგებო სიტუაციების უკეთ სამართავად არიან შექმნილნი.


სახანძრო სიგნალიზაციასა და უსაფრთხოების სხვა სისტემებთან შეუფერხებელი ინტეგრაციით, Honeywell-ის PAVA მომხმარებლებს ეხმარება შეამცირონ რეაგირებისათვის საჭირო დრო და დააკმაყოფილონ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი რეგულაცია. ასეთი გადაწყვეტების შეთავაზებით, Honeywell აგრძელებს ბაზარზე ინოვაციებისა და თანამედროვე კომპონენტების დანერგვას, რომლებიც იცავენ ადამიანების სიცოცხლეს.


ხოლო INWEST, ბიზნესებსა და მომხმარებლებს უსაფრთხოებასა და ავტომატიზაციასთან დაკავშირებით, სრულ სერვისს სთავაზობს, როგორც დაგეგმვა & ინსტალაციაში, ისე მის შემდგომ ტექნიკური მომსახურებასა და საჭირო კომპონენტების მიწოდებაში.  

Comments


Inwest Logo W

სათავო ოფისი

ლუბლიანას III ჩიხი, N9, თბილისი

+995 555 14 39 61

info@inwest.ge

სოც. ქსელები

დაგვიკავშირდი

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
 

+995 555 14 39 61

+995 555 33 57 54

© 2023 by INWEST

bottom of page