top of page
Search

ოთახის მართვის სისტემა (RMS) – Honeywell-ის ჭკვიანი გადაწყვეტა, უპირატესობები და მახასიათებლები




შესავალი


თანამედროვე ტიპის შენობები ჭკვიან გადაწყვეტებს საჭიროებენ, რომლებსაც კომფორტის, ენერგო ეფექტურობისა და საოპერაციო კონტროლის გაუმჯობესება შეუძლიათ. ოთახის მართვის სისტემა (RMS) ჭკვიანი ტექნოლოგიაა, რომელიც სწორედ ამ მიზნისთვის არის შექმნილი - ცალკეულ ოთახებში ან სივრცეებში გარემო პირობების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა არის RMS, როგორ მუშაობს ის და რატომ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ისეთი სექტორებისა და ბიზნესებისთვის, როგორებიც სასტუმროები, ჯანდაცვის ობიექტები და კორპორატიული სივრცეები არიან.

მკითხველები ასევე გაიგებენ, რა ტიპის RMS გადაწყვეტებს სთავაზობს მომხმარებლებს შენობის მართვის ტექნოლოგიებში მოწინავე კომპანია Honeywell და როგორ შეიძლება მისი სისტემების შენობის ეკოსისტემაში მარტივად ინტეგრირება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სტუმრების კომფორტის გაუმჯობესებისთვის იქნება თუ ენერგიის ოპტიმიზირებისთვის, RMS ტექნოლოგია ჭკვიანი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის.


რა არის ოთახის მართვის სისტემა (RMS)?


ოთახის მართვის სისტემა (RMS) არის ჭკვიანი საკონტროლო გადაწყვეტა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ავტომატურ რეჟიმში მართონ ოთახის ისეთი სხვადასხვა ფუნქცია, როგორიც არის განათება, ტემპერატურა, ვენტილაცია, ჰაერის ხარისხი, ჯავშნების კონტროლი და ზოგადად, ყველა ფუნქციის მართვა. კომფორტისა და ოპერაციული ეფექტურობის გასაუმჯობესებლად შექმნილი RMS სისტემა წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტს იმ შენობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პერსონალიზებულ და ამავე დროს, ცენტრალიზებულ კონტროლს მრავალ ოთახსა თუ ზონაში.

წარსულში, ოთახის კონტროლი მექანიკური და იზოლირებული იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მექანიკური ჩამრთველებითა და ინდივიდუალური თერმოსტატებით იმართებოდა. თუმცა, შენობის ავტომატიზაციის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით IoT-ისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების გამოჩენის ფონზე, RMS გადაწყვეტები შენობის მართვის სისტემების (BMS) განუყოფელ ნაწილად იქცა.

Honeywell-მა, რომელიც ამ სფეროში ლიდერია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა RMS-ის მაღალეფექტურ და ზუსტ ტექნოლოგიად გარდაქმნაში. Honeywell-ის თანამედროვე RMS გადაწყვეტა შექმნილია არა მხოლოდ ენერგოეფექტურობის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად, არამედ მომხმარებელთა კომფორტისა და უსაფრთხოების გასაზრდელადაც. ოთახის მართვის სისტემა მასშტაბურობით გამოირჩევა და გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში - სასტუმროებიდან და საავადმყოფოებიდან დაწყებული, ინდუსტრიული გარემოთი დასრულებული.


ვინ უნდა გამოიყენოს ოთახის მართვის სისტემა (RMS)?


ოთახის მართვის სისტემა (RMS) კრიტიკულად ფასეულია სხვადასხვა სექტორისათვის, სადაც კომფორტი, ეფექტურობა და ავტომატიზაცია მნიშვნელოვანია. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, RMS სტუმრების გამოცდილებას აუმჯობესებს კლიმატისა და განათების პერსონალიზებული კონტროლის საშუალებებით. ჯანდაცვის სფეროში კი, ის ადამიანებს ეხმარება დაიცვან ჰიგიენის სტანდარტები და საჭირო გარემო პირობები შეინარჩუნონ პალატებსა და საოპერაციო სივრცეებში.

საგანმანათლებლო დაწესებულებები სარგებლობენ დასწრების მიხედვით ოპტიმიზირებული განათება & ტემპერატურის კონტროლით, ხოლო კორპორატიულ სივრცეებსა და ოფისებში, იზრდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა და მცირდება ენერგიის მოხმარება. ისეთ ადგილებში, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება და გასართობი სივრცეები ეწყობა, RMS განათებისა და კონდიცირების ინდივიდუალურად, სხვადასხვა ადგილებში კონტროლს უზრუნველყოფს.

ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესის გაუმჯობესება მოიცავს ენერგიის მოხმარების კონტროლს, სტუმრების კომფორტის გაუმჯობესებასა და ინდივიდუალური სივრცეების ცენტრალიზებულ მართვას, BMS-სა და უსაფრთხოების სისტემებთან მარტივი ინტეგრაციით. არ აქვს მნიშვნელობა საჭიროებას, იქნება ეს კომფორტის გაუმჯობესება თუ ხარჯების კონტროლი, RMS სისტემა თანამედროვე ინდუსტრიების საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს.


📌 ინდუსტრიები და ბიზნესები, რომლებსაც RMS სჭირდებათ:

  • სასტუმრო - ოთახის სრულად სტუმრის მოთხოვნებზე მორგება და კომფორტის მაქსიმალურად გაზრდა.

  • საავადმყოფო - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანზე მორგებული ინდივიდუალური პირობები, რომლებიც კლინიკებს თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

  • ოფისი - ცენტრალიზებული სისტემიდან განათების, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის კონტროლით იზრდება თანამშრომლების ეფექტურობა, ხოლო ხარჯები - მცირდება.


სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია - სასტუმროები და კურორტები


სტუმარ-მასპინძლობის სფეროში სტუმრების კომფორტი და ოპერაციული ეფექტურობა ყველა ბიზნესის მთავარი პრიორიტეტია. ოთახის მართვის სისტემა (RMS) მნიშვნელოვან როლს თამაშობს სერვისების გამარტივებაში, ენერგიის მოხმარების შემცირებასა და პერსონალიზებული გარემოს შექმნაში.


  • სასტუმრო სასტუმროები მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ RMS-სგან, რომელიც უზრუნველყოფს განათების, გათბობა-გაგრილებისა და ოთახში დაშვების ცენტრალიზებულ კონტროლს, აუმჯობესებს სტუმრების გამოცდილებასა და ამავდროულად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს. RMS ბიზნესებს ეხმარება მართონ ჯავშნების სისტემა და ყველა სტუმარს ინდივიდუალურად მოარგონ ოთახი, იქნება ეს წინასწარ დაყენებული ტემპერატურა თუ სხვა. ეს ყველაფერი კი, ჯამში სტუმრების კმაყოფილების დონეს ზრდის და მინიმუმამდე ამცირებს მექანიკური ჩარევის საჭიროებას.


  • კურორტი ოთახების განლაგებისა და დიდი ზომის გამო, კურორტებს ჭკვიანი კონტროლის სისტემა ესაჭიროებათ. RMS უზრუნველყოფს სტუმრების რაოდენობის ეფექტურ მონიტორინგს, ოთახის მომსახურების გრაფიკის შედგენასა და სტუმრების კომფორტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის ავტომატურ რეჟიმში მოწესრიგებას. პარალელურად, ის ბიზნესებს ეხმარება მთელი შენობის მასშტაბით შეძლონ ენერგიის ოპტიმიზირება - ამით კი, კურორტები ამცირებენ საოპერაციო ხარჯებს და მეტად კონცენტრირდებიან სტუმრების საჭიროებებზე.


საგანმანათლებლო სექტორი - უნივერსიტეტები და სკოლები


საგანმანათლებლო დაწესებულებებს უამრავი ოთახი და შენობა აქვთ, ხშირად კი, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გრაფიკი ერთმანეთს ემთხვევა. ოთახის მართვის სისტემა (RMS) სკოლებს, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს გამართონ თავიანთი სამუშაო პროცესი, გააუმჯობესონ ოთახების გამოყენება და უზრუნველყონ კომფორტი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.


  • უნივერსიტეტი უნივერსიტეტები დიდ სარგებელს იღებენ RMS სისტემების გამოყენებით, რომლებსაც სალექციო დარბაზების, ლაბორატორიებისა და აუდიტორიების დატვირთულობის ეფექტური დაგეგმვა შეუძლიათ. ის დაწესებულებებს ეხმარება რეალურ დროში გაუწიონ მონიტორინგი სხვადასხვა ოთახისა და სივრცის დატვირთულობას, გააკონტროლონ კლიმატი და განათება, რითაც გააუმჯობესებენ სტუდენტების პროდუქტიულობას.


  • სკოლა სკოლები RMS სისტემების დახმარებით ინდივიდუალურად აკონტროლებენ სხვადასხვა საკლასო ოთახის ტემპერატურას, განათებას, კონდიცირებასა და სხვა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნაზეა პასუხისმგებელი.


კორპორატიული სექტორი - ოფისები და სამუშაო სივრცეები


დღევანდელ მოქნილ და სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოში, ოთახის მართვის სისტემა (RMS) აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს სამუშაო გარემოს მაქსიმალურად კომფორტულ ადგილად გარდაქმნასა და პროდუქტიულობის გაზრდაში. სხვადასხვა სერვისის ავტომატიზებით, ოფისები და საერთო სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებენ.


  • ოფისი ოფისებში მომუშავე ადამიანები RMS სისტემებს საკონფერენციო და შეხვედრების ოთახების ჯავშნების ოპტიმიზაციისთვის იყენებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაჯავშნა და რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გადანაწილდეს. ჰიბრიდული სამუშაო გარემოს ზრდასთან ერთად, რა დროსაც თანამშრომლები გარკვეულ დროს ოფისში, ხოლო დანარჩენ დროს სახლში ატარებენ, RMS ბიზნესებს ენერგიის ფუჭი გამოყენების შემცირებაში ეხმარება სწორად მაშინ, როდესაც თანამშრომლები ოფისში არ არიან.

  • საერთო სამუშაო სივრცე ისეთი სამუშაო სივრცეები, სადაც თავს ერთმანეთისთვის უცნობი უამრავი ადამიანი იყრის, ოთახებისა და სივრცეების ეფექტურად & სწრაფად სამართავად RMS სისტემებზე დამოკიდებულნი არიან. ის საშუალებას იძლევა რეალურ დროში დაიჯავშნოს სასურველი სივრცე და ადამიანებს ეხმარება მონიტორინგი გაუწიონ დატვირთულობას - როდის გათავისუფლდება კონკრეტული ოთახი და ა.შ.


ღონისძიებების დაგეგმვა - საკონფერენციო ცენტრები, საგამოფენო დარბაზები და ღია სივრცეები

სხვადასხვა ტიპის ივენთებისა და ღონისძიებების დაგეგმვისას კოორდინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოთახის მართვის სისტემა (RMS) ადმინისტრატორებსა და სივრცეებზე პასუხისმგებელ ადამიანებს ეხმარება მარტივად დაგეგმონ კომპლექსური და გადატვირთული გრაფიკი და რეალურ დროში ადევნონ თვალი სხვადასხვა სივრცის ფუნქციონირებას.

  • საკონფერენციო სივრცე საკონფერენციო ცენტრები ხშირად ერთდროულად რამოდენიმე ღონისძიებას მასპინძლობენ. RMS საშუალებას იძლევა, ზუსტად დაიგეგმოს ეს ივენთები, ოთახების განლაგება, რესურსების განაწილება და სხვადასხვა კონფიგურაციები. ის ასევე უზრუნველყოფს დატვირთულობის რეალურ დროში მონიტორინგსა და პასუხისმგებელია უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტებზეც. 

  • საგამოფენო დარბაზი საგამოფენო გარემოში, RMS უზრუნველყოფს სტენდების სივრცის განაწილებას, განათებისა და გათბობა-კონდიცირების ავტომატურ კონტროლს. ორგანიზატორებს შეუძლიათ დინამიკურ რეჟიმში მართონ ვიზიტორთა ნაკადი და დეტალურად ჰქონდეთ ინფორმაცია კონკრეტული დარბაზების გადატვირთულობასთან დაკავშირებით.

  • ღია სივრცე კონცერტებით დაწყებული, კორპორატიული საღამოებით დასრულებული, საღონისძიებო სივრცეები RMS სისტემებს მრავალი მიმართულებით იყენებენ - სცენის კონტროლი, ოთახების ოპტიმიზაცია, სტუმრების დაშვების კონტროლი თუ სხვა. სისტემა ხელს უწყობს რესურსების ოპტიმალურ განაწილებას და უზრუნველყოფს, რომ თითოეული სივრცე მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობდეს ღონისძიების მიმდინარეობისასა.


საწარმოო და ინდუსტრიული სექტორი - ქარხნები, ინდუსტრიული კომპლექსები და საწყობები


საწარმოო და ინდუსტრიულ სექტორში, საოპერაციო სიზუსტე და სივრცის მაქსიმალურად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ოთახის მართვის სისტემა (RMS) უზრუნველყოფს როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურის ეფექტურ კოორდინაციას, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ სამუშაო პროცესს ისეთ კომპლექსურ ობიექტებში, როგორებიც არის ქარხნები, საწყობები და სხვა.


  • ქარხანა RMS ტექნოლოგია კონკრეტული საოპერაციო ზონებისათვის უზრუნველყოფს განათების, ვენტილაციისა და HVAC ავტომატიზებულ კონტროლს, რაც ხელს უწყობს სამუშაო გარემოს უსაფრთხოების ზრდასა და მთლიანი საოპერაციო პროცესის ეფექტურობის ზრდას.

  • ინდუსტრიული კომპლექსი მსხვილ ინდუსტრიულ კომპლექსებზე, იქ სადაც შეიძლება რამოდენიმე დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობა იყოს განთავსებული, RMS სისტემა უზრუნველყოფს რესურსების ჭკვიან და ეფექტურ განაწილებას, რათა სამუშაო სივრცე მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იყოს. გარდა ამისა, ოთახის მართვის სისტემა (RMS) პერსონალიზებული ავტომატიზაციით კომპლექსებს ეხმარება შეამცირონ ხარჯები და არასაჭირო ენერგიის მოხმარება.

  • საწყობი ინდუსტრიული კომპლექსების მსგავსად, საწყობებიც შეიძლება რამოდენიმე ინდივიდუალურ ზონად იყოს დაყოფილი - შესანახი ოთახი, თანამშრომლების სივრცე და ა.შ. RMS-ის პერსონალიზებული საკონტროლო შესაძლებლობებით, მარტივად შეიძლება ყველა სივრცეში ინდივიდუალური გარემოს შექმნა და დანახარჯების მაქსიმალურად შემცირება.


Honeywell - ლიდერი ოთახის მართვის სისტემებში (RMS)


Honeywell მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ლიდერი ოთახის მართვის სისტემების (RMS) წარმოებაში. კომპანია მომხმარებლებსა და ბიზნესებს, მათ შენობებში და ობიექტებზე კომფორტისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილ თანამედროვე ტიპის სისტემებს სთავაზობს.


შენობის ავტომატიზაციასა და ჭკვიანი ინფრასტრუქტურის მოწყობის მრავალწლიანი გამოცდილებით, Honeywell ქმნის RMS-ის სრულ გადაწყვეტებს, რომლებიც ემსახურება მრავალ სფეროს - სასტუმროებისა და ჯანდაცვის სექტორიდან დაწყებული, ინდუსტრიული სექტორით დამთავრებული.


ის, რაც Honeywell-ს სხვებისაგან გამოარჩევს, არის მისი ერთგულება ინოვაციების მიმართ - სისტემები, რომლებიც რეალურ დროში ამუშავებენ მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებენ ავტომატიზაციისთვის და IoT ტექნოლოგიებით გამოირჩევიან. სწორედ ეს ფუნქციები და ინოვაციები უზრუნველყოფენ გარემოს თანმიმდევრულ კონტროლს, თვით-დიაგნოსტიკასა და ზოგადად, მომხმარებლების გაუმჯობესებულ გამოცდილებას. ამავდროულად კი, მცირდება ენერგიის მოხმარება და შესაბამისად - საოპერაციო ხარჯები. Honeywell-ის RMS გადაწყვეტები შექმნილია შენობის მართვის სისტემებთან (BMS) მარტივი ინტეგრაციისა და მთლიანი ობიექტის ავტომატურ რეჟიმში კონტროლისთვის.


Honeywell-ის მულტი-ფუნქციური ოთახის მართვის სისტემები (RMS) ერგებიან და აკმაყოფილებენ ყველა მომხმარებლისა და ბიზნესის უნიკალურ საჭიროებას, ეს კი, კიდევ უფრო აძლიერებს Honeywell-ის პოზიციას, როგორც ინდუსტრიის სანდო და გამოცდილი ლიდერი.


Honeywell-ის ოთახის მართვის სისტემების (RMS) მნიშვნელოვანი კომპონენტი


INNCOM by Honeywell

INNCOM by Honeywell არის ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავებული და გლობალურად კარგად გამოცდილი ოთახის მართვის სისტემა (RMS), რომელიც ძირითადად განკუთვნილია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, თუმცა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საწარმოო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა ინდუსტრიებში. INNCOM ორიენტირებულია ოთახის ცენტრალიზებულ კონტროლზე, რომლის დახმარებითაც ადამიანებს მარტივად შეუძლიათ სინათლის, ტემპერატურისა და სხვა მსგავსი ფუნქციების კონტროლი.


RMS-ის ეს სისტემა ეფექტური და ზუსტი კონტროლისათვის იყენებს ოთახის მართვის კონტროლერებსა და სენსორებს, მათი წყალობით სტუმრებს მაქსიმალური კომფორტის მიღება, ხარჯების შემცირების პარალელურად შეუძლიათ. INCCOM-ის სისტემას, სპეციალური პროგრამის წყალობით შეუძლია დაინტეგრირდეს სხვა ისეთ მოწყობილობებთან, როგორებიც არის საკუთრების მართვის სისტემა (PM) და შენობის მართვის სისტემა (BMS), მათი საერთო მუშაობით კი, მთელს ობიექტზე, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ის, მარტივად მიიღწევა ავტომატიზებული კონტროლი.


📌 INNCOM by Honeywell-ის უპირატესობები:

  • შექმნილია სპეციალურად სტუმრების კომფორტისა და ენერგო ეფექტურობისთვის

  • არტივად ინტეგრირდება ისეთ ავტომატიზებულ და ცენტრალიზებულ სისტემებთან, როგორიც PMS/BMS არიან.

  • მოხერხებულია როგორც ერთი ოთახისთვის ისე მრავალ-სივრციანი ობიექტისთვის

  • მოხერხებულობიდან გამომდინარე აქტიურად გამოიყენება სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში.


INWEST-ის შესახებ


INWEST ამაყობს იმით, რომ საქართველოში Honeywell-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე თითქმის ათი წელია რაც გრძელდება სანდო პარტნიორობა. სფეროს მაქსიმალური ცოდნით, INWEST-მა წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი Honeywell-ის ოთახის მართვის სისტემებისა (RMS) და სხვა მოწყობილობების გამოყენებით უამრავ სექტორში, მათ შორის სასტუმრო, კომერციულ, ინდუსტრიულ და საცხოვრებელ პროექტებში.


INWEST მომხმარებლებსა და ბიზნესებს მრავალი ტიპის სერვისს სთავაზობს.


INWEST-ის მიერ შეთავაზებული კომპლექსური სერვისები მორგებულია ყველა თანამედროვე ინფრასტრუქტურულ გამოწვევაზე:


  • სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა - ოპტიმალური შედეგისთვის RMS სისტემის დაგეგმვა და ინტეგრაცია.

  • დაყენება & ექსპლუატაცია - RMS-ისა და Honeywell-ის სხვა გადაწყვეტების მონტაჟი და კონფიგურაცია.

  • ტექნიკური მომსახურება & მხარდაჭერა - გრძელვადიანი სტაბილურობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

  • კონსულტაცია & დახმარება - პროგრამული ან ფიზიკური განახლებისას პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა. 


Honeywell-ის მსოფლიო დონის ტექნოლოგიებისა და გამოცდილების შერწყმით, INWEST საქართველოში განაგრძობს ჭკვიანი, ენერგო ეფექტური და მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო თუ საკონტროლო გადაწყვეტების მიწოდებას.


შეჯამება


იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში მიზნად ისახავენ საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას, კომფორტსა და რესურსების მაქსიმალურად ოპტიმიზაციას, ოთახის მართვის სისტემა (RMS) კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს. სასტუმროებიდან და საავადმყოფოებიდან დაწყებული, სამრეწველო კომპლექსებითა და საგანმანათლებლო დაწესებულებებით დამთავრებული, RMS-ს მომხმარებლებს, სივრცის გასაკონტროლებლად, ერთიან და ავტომატიზებულ გადაწყვეტას სთავაზობს.


Honeywell, როგორც დარგის გლობალური ლიდერი, მომხმარებლებს ისეთ მოწინავე RMS ტექნოლოგიებს სთავაზობს, როგორიც INNCOM არის. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია სივრცის ჭკვიან კონტროლზე და მას დამატებითი ზომების მისაღებად, მარტივად შეუძლია ინტეგრირდეს ისეთ სისტემებთან, როგორიც არის BMS და PMS. ჭკვიანი ტექნოლოგიისა და რეალურ დროში მონაცემების დამუშავების საშუალებით, Honeywell-ის RMS სისტემა ორგანიზაციებს ეხმარება შეამცირონ ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები, პარალელურად კი, გააუმჯობესონ მომხმარებლების კომფორტი და გაამარტივონ ობიექტის მუშაობა.


ინტელექტუალურ კომპიუტერულ მოწყობილობებზე და სისტემურ გადაწყვეტებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, Honeywell-ის RMS სისტემა გამოირჩევა მოქნილობით, ინოვაციურობითა და გრძელვადიანი ოპერირების შესაძლებლობით. ოთახის მართვის სისტემა მარტივად პასუხობს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

Comments


Inwest Logo W

სათავო ოფისი

ლუბლიანას III ჩიხი, N9, თბილისი

+995 555 14 39 61

info@inwest.ge

სოც. ქსელები

დაგვიკავშირდი

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
 

+995 555 14 39 61

+995 555 33 57 54

© 2023 by INWEST

bottom of page