top of page
Search

რა არის სახანძრო დეტექცია? – Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და მისი მუშაობის პრინციპი

Updated: Apr 29



შესავალი - Honeywell-ის სახანძრო სიგნალიზაცია და დეტექცია


თანამედროვე კომპლექსურ და მაღალი რისკის შემცველ გარემოში, სახანძრო უსაფრთხოება უბრალოდ რეგულაცია არ არის - ის აუცილებლობაა. სახანძრო დეტექციის სანდო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში, ზარალის აღკვეთასა და სიცოცხლის გადარჩენაში. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სახანძრო უსაფრთხოების სისტემას, როგორ მუშაობს და რატომ უნდა გამოიყენოს ის ყველა თანამედროვე ტიპის დაწესებულებამ.


ამ ტექნოლოგიის წარმოებაში კი, მოწინავე პოზიცია უკავია Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც ხანძრის დეტექციის თანამედროვე და ჭკვიანი გადაწყვეტა. Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოება ერთნაირად საჭიროა ყველა ტიპის ბიზნესისთვის, დაწყებული სასტუმროებიდან და ინდუსტრიული კომპლექსებიდან, დამთავრებული კომერციული და საცხოვრებელი ფართებით.


არ აქვს მნიშვნელობა სფეროს, იქნება ეს ჯანდაცვის დაწესებულება, დიდი საოფისე ფართი თუ უბრალო სასტუმრო, სადაც უამრავი სტუმარი იყრის თავს, სახანძრო სიგნალიზაცია რისკების პრევენციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოკლედ, ვისაუბრებთ თუ როგორ მუშაობს სახანძრო სისტემა და რა უპირატესობას აძლევს ბიზნესებს Honeywell-ის ჭკვიანი გადაწყვეტები.


რა არის სახანძრო დეტექცია?


სახანძრო დეტექცია არის ხანძრის ნიშნების გამოვლენის პროცესი - კვამლი, ტემპერატურის ცვლილება და ჰაერში მავნე აირების არსებობა - მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, რათა სისტემამ დროულად მოახდინოს სიგნალიზაციის გააქტიურება და ადამიანების გაფრთხილება. დეტექცია ყველა შენობის სახანძრო სიგნალიზაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც შენობაში მყოფ ადამიანებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ დატოვონ არეალი და პარალელურად, საკუთრებას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს.


თავდაპირველად, სახანძრო სიგნალიზაცია მანუალურ სასიგნალო ფაქტორებზე ან კვამლის მარტივ დეტექტორებზე იყო დამოკიდებული. დღეს კი, ტექნოლოგიები განვითარდა და ჭკვიან ქსელად გადაიქცა, სადაც კომპლექსური სენსორები პროცესის მიმდინარე რეჟიმში კონტროლისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.


Honeywell-ს სახანძრო დეტექციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი და მომხმარებლებს ინოვაციურ სისტემას სთავაზობს, რომელიც თავის თავში სიზუსტეს, სიჩქარესა და სანდოობას აერთიანებს. სახანძრო სისტემის გაერთიანება Honeywell-ის სხვა ისეთ პროდუქტებთან, როგორიც მაგალითად შენობის მართვის სისტემაა (BMS), პროცესს უფრო თანმიმდევრულსა და ეფექტურს ხდის.


ხანძრის დეტექციის თანამედროვე სისტემები არა მხოლოდ გვიცავს კატასტროფული შედეგებისგან, არამედ თანხვედრაშია ყველა თანამედროვე სტანდარტთან და რეგულაციასთან.


როგორ მუშაობს Honeywell-ის სახანძრო დეტექცია?


Honeywell-ის სახანძრო დეტექციის სისტემა მაღალი კოორდინირებით მუშაობს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესის მეშვეობით უზრუნველყოფს საფრთხეების სწრაფ, ზუსტ და ეფექტურ გამოვლენას. პროცესის ყოველი ეტაპი მიმართულია უსაფრთხოების მაქსიმალურად მაღალი დონის მისაღწევად, რეაგირებისთვის საჭირო დროის შესამცირებლად და ცრუ განგაშის მინიმუმამდე დასაყვანად.


1.    გარემოს მონიტორინგი Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე სენსორები - კვამლის, ტემპერატურის, აფეთქებადსაშიში გარემოსა და გაზის დეტექტორები - მუდმივ მონიტორინგს უწევენ გარემოს და აფიქსირებენ ადრეულ რისკებს. ეს დეტექტორები, მაქსიმალური დაფარვისთვის, სივრცის სხვადასხვა ნაწილში მონტაჟდება.

2.    მონაცემების დამუშავება სენსორების მიერ შეგროვებული ინფორმაცია სახანძრო სისტემის მართვის პანელს გადაეცემა, სადაც Honeywell-ის ჭკვიანი ალგორითმი მას ამუშავებს. სისტემა ფილტრავს ცრუ სიგნალებს, რომელსაც მტვერი, ორთქლი ან სხვა უვნებელი ნაწილაკები იწვევენ.

3.    სიგნალიზაცია ხანძრის ან სხვა სახიფათო ნიშნების დადასტურებისას, სისტემა მომენტალურად რთავს აუდიო-ვიზუალურ განგაშს - სიგნალიზაცია, ხმოვანი საევაკუაციო მითითებები და ა.შ.

4.    სისტემის ინტეგრაცია და საპასუხო ზომები Honeywell-ის სახანძრო სიგნალიზაცია აღჭურვილია საშუალებებით, რომლებიც ხანძრის შესახებ ავტომატურად ატყობინებენ შესაბამის უწყებებს, რთავს სარწყავ სისტემას და შენობის მართვის სისტემასთან (BMS) ინტეგრაციით, თიშავს HVAC & აღებეს გასასვლელ კარებს.

5.    შემდგომი პროცესი & მოვლა ყველა ჩატარებული ღონისძიება თუ აქტივობა აღირიცხება და ინახება. პარალელურად კი, პოტენციური ტექნიკური მომსახურებისათვის მოწმდება, თუ რამდენად მზად არის შემდგომი რისკების გასამკლავებლად სისტემა.


ვინ უნდა გამოიყენოს Honeywell-ის ხანძრის აღმოჩენის სისტემა?


Honeywell-ის სახანძრო სიგნალიზაცია საჭიროა ყველა იმ სექტორისათვის, სადაც სახანძრო უსაფრთხოება და ხანძრის ადრეული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად.


  • ინდუსტრიული სექტორი ქარხნები, საწყობები და საწარმოები მაღალი რისკის ზონებში ზუსტი აღმომჩენი მოწყობილობებით სარგებლობენ, ეს კი, ამცირებს საწარმოო შეფერხების დროს და აუმჯობესებს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებას.

  • კომერციული სექტორი საოფისე შენობები, სავაჭრო ცენტრები და მსგავსი დაწესებულებები, საოპერაციო პროცესის შეუფერხებლად გასაგრძელებლად, უსაფრთხო ევაკუაციისა და რეგულაციების დასაცავად Honeywell-ის სახანძრო სისტემას იყენებენ.

  • საცხოვრებელი კომპლექსი მრავალ ბინიანი და მრავალ სართულიანი შენობები, მაცხოვრებელთა უსაფრთხოებისა და ცენტრალიზებული კონტროლისთვის სახანძრო სიგნალიზაციაზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი.


ამ სექტორებში, საოპერაციო გაუმჯობესებები მოიცავს, საფრთხის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და საპასუხო ზომების ავტომატიზებულ რეჟიმში მიღებას. Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამოყენებით კი, მომხმარებლები და ბიზნესები სანდოობას, შემცირებულ ცრუ განგაშსა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დონეს აღწევენ.


Honeywell - ლიდერი სახანძრო დეტექციაში


ათეულობით წლის განმავლობაში ინოვაციების დანერგვით, ზუსტი ინჟინერიითა და სახანძო უსაფრთხოებაზე მაქსიმალური კონცენტრირებით, Honeywell დიდი ხანია გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა ხანძრის აღმოჩენის მიმართულებით. ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გადაწყვეტების წყალობით, Honeywell სახანძრო უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტს მრავალი ტიპის, განსხვავებული ობიექტისათვის - მცირე საოფისე სივრციდან დაწყებული, დიდი ინდუსტრიული კომპლექსით დასრულებული.


კომპანიის წარმოებული სისტემები აერთიანებენ ჭკვიან დეტექციას, თანამედროვე საკონტროლო პანელებსა და სწრაფი, ზუსტი და სანდო შედეგისთვის, ინტეგრირებულ საკომუნიკაციო საშუალებებს. Honeywell-ის სახანძრო სიგნალიზაცია მთელს მსოფლიოში სანდოობით სარგებლობს, სადაც ცრუ განგაში შემცირებულია, ხოლო რისკების ადრეული გამოვლენა - გაუმჯობესებული, პარალელურად კი, სისტემას თვით-დიაგნოსტიკის შესაძლებლობა აქვს, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამართული და უწყვეტი სამუშაო პროცესი.


Honeywell-ის მიერ შემუშავებული გადაწყვეტები შექმნილია შენობის ეკოსისტემაში მარტივი ინტეგრირებისთვის, რომელიც მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს თავის თავში აერთიანებს.


Honeywell-ის სახანძრო აღმოჩენის სისტემის ტიპები


Honeywell-ის სახანძრო სიგნალიზაცია ხელმისაწვდომია მრავალ ფორმატში, რათა ის სხვადასხვა ტიპის შენობისა და ობიექტის საჭიროებებს & მასშტაბებს მოერგოს. თითოეული ეს ტიპი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოფს ოპტიმალური სახანძრო უსაფრთხოება და საოპერაციო ეფექტურობა.


  • ტრადიციული სახანძრო სიგნალიზაცია იდეალურია მცირე შენობებისთვის, სადაც სისტემა შენობას რამდენიმე ზონად ყოფს, ყოველი ზონა დაკავშირებულია სახანძრო სისტემის მართვის პანელთან.

  • მისამართირებადი სახანძრო სიგნალიზაცია გათვლილია დიდი და კომპლექსური დაწესებულებებისთვის, სადაც სისტემა ყოველ დეტექტორს უნიკალურ მისამართს ანიჭებს, რაც ხანძრის კერის ზუსტი ლოკაციის დადგენის შესაძლებლობას იძლევა.

  • უსადენო სახანძრო სიგნალიზაცია ამგვარი ტიპის სისტემა, მომხმარებლებსა და ბიზნესებს დიდი მოქნილობას აძლევს, რაც მას იდეალურს ხდის რთულად სამუშაო შენობებში - ისტორიული ნაგებობებისთვის ან დროებითი კომპლექსებისთვის.

Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემის ყოველი ტიპი ორიენტირებულია მარტივ ინტეგრაციაზე და რაც მთავარია - სახანძრო უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვაზე, რომელიც ყველა პროფილის დაწესებულებასთან ეფექტურად იმუშავებს.


Honeywell-ის სახანძრო დეტექციის სისტემის მთავარი კომპონენტები


Notifier by Honeywell

Notifier by Honeywell არის გლობალურად აღიარებული ხანძრის დეტექციის სისტემა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავდა და საბაზრო ორიენტაცია შემდეგ რეგიონებზე აქვს - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ევროპა და აზია. გვხვდება ორი ტიპის, როგორც მისამართირებადი, ისე ტრადიციული სახანძრო სისტემა, რაც მას მორგებულ მოწყობილობად აქცევს სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებისათვის. ხანძრის კერის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაზე ორიენტირით, Notifier-ის სისტემის პროდუქტი მომხმარებლებს სწრაფ რეაგირებას და საიმედოობას სთავაზობს.


სისტემა დასახული მიზნების შესასრულებლად ისეთ მოწყობილობებს იყენებს, როგორიც არის სახანძრო სისტემის მართვის პანელი (FACP), სახანძრო სირენები და შუქური სიგნალიზაცია, დეტექტორები და I/O მოდულები, რომელთა ერთიან მუშაობასაც Honeywell-ის სპეციალიზებული დეტექციისა და მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება. ხოლო ცენტრალიზებულ ვიზუალიზაციაზე ONYXWorks და VINMAG-ის პროგრამები ზრუნავენ.


📌 Notifier by Honeywell-ის უპირატესობები:

  • გლობალურად გავრცელებულია

  • გამოირჩევა ხანძრის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენითა და სწრაფი რეაგირებით

  • მოქნილია, ტრადიციული და მისამართირებადი სახანძრო სიგნალიზაციის გამო

  • მარტივად ინტეგრირდება Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან


Esser by Honeywell

Esser by Honeywell არის მაღალტექნოლოგიური ხანძრის აღმოჩენის სისტემა, რომელიც შემუშავებულია გერმანიაში და ძირითადად გათვლილია ევროპისა და EMEA რეგიონებზე. ტრადიციული და მისამართირებადი ტიპის ეს სისტემა შექმნილია ინდუსტრიული და კომერციული სექტორებისთვის, სადაც მას შეუძლია კვამლისა & გაზის მოლეკულებისა და  ტემპერატურის ცვლილების დაფიქსირება საკმაოდ მაღალი სიზუსტით.


Esser by Honeywell-ში ინტეგრირებულია სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემა (PAVA), რაც ხმოვანი შეტყობინების მეშვეობით ორგანიზებულ ევაკუაციას უზრუნველყოფს. Esser იყენებს მოწინავე მოწყობილობებს - მაღალი მგრძნობელობის დეტექტორებს, კვამლის, გაზისა და ტემპერატურის სენსორებს, მათ მიერ მიღებულ სიგნალს კი FACP ამუშავებს. პროგრამული ფუნქციონირებისთვის სისტემა Smart Safety უზრუნველყოფას ეყრდნობა, ხოლო ვიზუალიზაციისათვის WINMAG plus-სა და 2D/3D გრაფიკულ ინტერფეისზეა დამოკიდებული.


📌 Esser by Honeywell-ის უპირატესობები:

  • სპეციალიზებულია ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებზე

  • ინტეგრირებულია ხმოვანი საევაკუაციო სისტემა

  • იყენებს რამოდენიმე ტიპის დეტექტორს (გაზი, კვამლი და ტემპერატურა)

  • WINMAG plus-ის პროგრამა


Morley by Honeywell

Morley by Honeywell არის სანდო სახანძრო დეტექციის სისტემა, რომელიც იწარმოება დიდ ბრიტანეთში და ფართოდ გავრცელებულია ევროპაში, ინდოეთსა და აზია-ოკეანის ბაზრებზე. Morley უზრუნველყოფს, როგორც მისამართირებად, ასევე ტრადიციულ გადაწყვეტებს და შექმნილია კვამლის, გაზისა და CO-ს სხვადასხვა ტიპის გარემოში აღმოსაჩენად.


როგორც ვახსენეთ, Morley by Honeywell მოიცავს დეტექტორებს, რომლებიც ინტეგრირებულ სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემასთან (PAVA) ერთად ქმნის გაფრთხილებისა და პრევენციის სრულ ასორტიმენტს. Monitoring and Control Integrated Platform პროგრამული უზრუნველყოფა სისტემის ცენტრალიზებული მართვის საშუალებას იძლევა, Morley Visual Monitoring Suite კი, პასუხისმგებელია დიაგნოსტიკის მხარეზე.


📌 Morley by Honeywell-ის უპირატესობები:

  • მოქნილი კონფიგურაცია და ფართო გავრცელება

  • მაღალი რისკის გარემოში CO და გაზის გაძლიერებული დეტექცია

  • ინტეგრირებული სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემა (PAVA)

  • სიტუაციის რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობა


Gent by Honeywell

Gent by Honeywell არის პრემიუმ კლასის ხანძრის ამომცნობი სისტემა, რომელიც ასევე დიდ ბრიტანეთშია შემუშავებული და ძირითადად ფოკუსირებულია ევროპულ ბაზარზე. სისტემა ცნობილია EN54 სტანდარტის მკაცრი დაცვით და მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც მისამართირებად, ასევე ტრადიციული ტიპის ხანძრის დეტექციის სისტემას, ინტეგრირებული სახანძრო განგაშის საევაკუაციო სისტემის (PAVA) ფუნქციონალით, რაც ზრდის ადამიანების უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობას.


Gent-ის სისტემა სრულ აპარატურულ სპექტრს მოიცავს - სახანძრო სისტემის მართვის პანელი (FACP), მრავალსენსორული დეტექტორები და განგაშის მოწყობილობები, რომლებიც რისკების სწრაფი დაფიქსირებისთვის არიან შექმნილნი. პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, Gent by Honeywell იყენებს ხანძრის აღმოჩენისა და მონიტორინგის სპეციალიზებულ პლატფორმას, ხოლო Honeywell Gent Vigilon Graphics უზრუნველყოფს ვიზუალიზაციის მოწინავე ტექნოლოგიას, რეალურ დროში მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის ფუნქციონალით.


📌 Gent by Honeywell-ის უპირატესობები:

  • მკაცრად იცავს EN54 სტანდარტს

  • ინტეგრირებულია PAVA სისტემა

  • ვიზუალიზაციის თანამედროვე უზრუნველყოფა - Vigilon Graphics

  • გავრცელებულია ევროპულ ბაზარზე


Gamewell-FCI by Honeywell

Gamewell-FCI by Honeywell არის ხანძრის დეტექციის თანამედროვე სისტემა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ში და გლობალურად გამოიყენება სხვადასხვა სექტორსა თუ ბიზნესში. სპეციალიზდება მისამართირებად სისტემებში და მოიცავს ავტონომიურ სახანძრო პანელებს, რომლებიც დამოუკიდებლად ან ქსელში სხვა გადაწყვეტებთან ერთად ფუნქციონირებენ.


სახანძრო გამოწვევების გადასაჭრელად სისტემა მოიცავს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს, იქნება ეს სახანძრო სისტემის მართვის პანელი (FACP), სირენები და შუქური სიგნალიზაცია თუ ჭკვიანი დეტექტორები - კვამლისა და ტემპერატურის სენსორები. სისტემა პროგრამულად Fire Management Integrated პლატფორმაზე ფუნქციონირებს, ვიზუალიზაციისთვის კი, FocalPoint Graphic Workstation-ს იყენებს. ეს უკანასკნელი, მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისითა და სიტუაციის რეალურ დროში მონიტორინგით გამოირჩევა.


📌 Gamewell-FCI by Honeywell-ის უპირატესობები:

  • ფუნქციონირებს, როგორც დამოუკიდებლად, ისე ქსელში სხვა გადაწყვეტებთან ერთად

  • მოხერხებულია დიდი და კომპლექსური შენობებისთვის

  • FocalPoint Workstation მხარდაჭერა

  • რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობა


INWEST-ის შესახებ


INWEST თითქმის უკვე 10 წელია რაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს Honeywell-ს და ჩამოყალიბებულია, როგორც სანდო და გამოცდილი პარტნიორი. ინდუსტრიული ცოდნის წყალობით, INWEST-მა 100-ზე მეტი, მრავალფეროვანი პროექტი განახორციელა Honeywell-ისა და მისი შვილობილი კომპანიების ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით, მათ შორის - KNX-ის, შენობის მართვის სისტემის (BMS), სტუმრების ოთახის მართვის სისტემისა (GRMS) და სხვა მოწყობილობების დახმარებით. ეს ინოვაციური ტექნოლოგიები ფართოდ არის დანერგილი სხვადასხვა სფეროსა და სექტორში, იქნება ეს სასტუმროები თუ კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი ობიექტები.


INWEST-ის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისები მრავალ ასორტიმენტს მოიცავს და ისინი ყველა ინდუსტრიისა თუ ბიზნესის მოთხოვნებს პასუხობს:


  • სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა - ბიზნესსა თუ ობიექტზე ინდივიდუალურად მორგებული ხანძრის დეტექციის სისტემა სრულად იგეგმება და იმართება INWEST-ის მხრიდან.

  • ინსტალაცია & ექსპლუატაცია - Honeywell-სა და მისი ქვე-ბრენდების სისტემების მონტაჟი და გამართვა.

  • ტექნიკური მომსახურება & მხარდაჭერა - ხანძრის დეტექციის გამართულად მუშაობისთვის სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

  • კონსულტაცია & დახმარება - სისტემური განახლებებისა და ქსელის გაფართოების შემთხვევაში პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა.

  • ინვენტარის & ნაწილების მიწოდება - სისტემის დაგეგმვისა და კონსულტაციის შემდგომ, საჭირო კომპონენტებისა და დეტალების იმპორტი & მიწოდება.


შეჯამება


საოპერაციო ეფექტურობის შესანარჩუნებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამართული სახანძრო დეტექციის სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რა ინდუსტრიასა და ბიზნესზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ. Honeywell მისი მოწინავე ტექნოლოგიებითა და გლობალურად აღიარებული ქვე-ბრენდების დახმარებით უზრუნველყოფს მარტივად ადაპტირებად ხანძრის ამომცნობ გადაწყვეტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე შენობების საჭიროებებს.


სისტემა აერთიანებს ჭკვიანი აღმოჩენის, ხმოვანი ევაკუაციისა და პროცესების რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს ზუსტ კონტროლსა და სწრაფ რეაგირებას. არ აქვს მნიშვნელობა ობიექტს, იქნება ის ინდუსტრიული ლოკაცია, კომერციული ცენტრი თუ საცხოვრებელი კომპლექსი - Honeywell-ის გადაწყვეტები ხანძრის სწრაფად და დროულად აღმოჩენას უზრუნველყოფენ, პარალელურად კი, ამცირებენ ცრუ განგაშების ალბათობას.


ინოვაციებსა და სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებული გადაწყვეტებით, Honeywell-ის ხანძრის დეტექციის სისტემა წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებულ მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისა და შენობების უსაფრთხოებასა და ჭკვიან მონიტორინგს.

Comments


Inwest Logo W

სათავო ოფისი

ლუბლიანას III ჩიხი, N9, თბილისი

+995 555 14 39 61

info@inwest.ge

სოც. ქსელები

დაგვიკავშირდი

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
 

+995 555 14 39 61

+995 555 33 57 54

© 2023 by INWEST

bottom of page