რა არის Konnex (KNX)? – Honeywell-ის როლი ჭკვიანი შენობის მართვაში
- InWest
- Apr 15
- 8 min read

შესავალი
შენობების დაჭკვიანებასა და სხვადასხვა სისტემების მათთან მეტად დაკავშირებასთან ერთად, ასპარეზზე Konnex სისტემებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც სხვაგვარად KNX ეწოდებათ და შენობის ავტომატიზებული კონტროლისთვის გამოიყენებიან. KNX საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა მოწყობილობებს ერთმანეთთან შეუფერხებელი კომუნიკაცია ჰქონდეთ, რაც საბოლოოდ ზრდის ენერგოეფექტურობას, კომფორტსა და ზოგადად, ოპერაციულ კონტროლს. ის ფართოდ გამოიყენება შენობის მართვის სისტემებში (BMS) – KNX ზრუნავს განათება, გათბობა-გაგრილება, უსაფრთხოებასა და ოთახის ავტომატიზაციაზე.
Honeywell ბაზარზე ცნობილია, როგორც KNX გადაწყვეტების საიმედო და სანდო მწარმოებელი, რომელიც ქმნის BMS-თან მარტივად ინტეგრირებად, მოქნილ სისტემებს. მისი ქვე-ბრენდების მეშვეობით კი, ისეთი როგორიც არის MK Electric, კომპანია გლობალურ ბაზრებს ემსახურება. საოპერაციო პროცესების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად ბიზნესები ისეთი სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიც არის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, კომერციული სექტორი და სხვა, იყენებენ Honeywell-ის KNX სისტემებს.
რა არის Konnex (KNX)?
Konnex (KNX), შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებისთვის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტია, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობებისა და ფუნქციების საერთო ქსელში ინტეგრირების საშუალებას იძლევა. 1990-იან წლებში, სამი ევროპული პროტოკოლის (EHS, BatiBUS და EIB) გაერთიანებით, შეიქმნა KNX, რომლის მიზანიც შენობის ტექნოლოგიური კომუნიკაციების გაერთიანება და ზოგადად, მწარმოებლების მიერ შექმნილ მოწყობილობებს შორის თავსებადობის გაზრდა იყო.
KNX-ს შეუძლია უამრავი ფუნქციის შეთავსება, იქნება ეს განათების კონტროლი, HVAC მართვა, უსაფრთხოება, ენერგიის მონიტორინგი თუ ოთახის ავტომატიზაცია. ეს თვისებები კი, მას შენობის მართვის თანამედროვე სისტემაში (BMS) უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად აქცევს. მისი ღია პროტოკოლისა და დეცენტრალიზებული არქიტექტურის წყალობით, შესაძლებელია სხვა სისტემებთან შეუფერხებლად თავსებადობა, ბრენდისა თუ დანიშნულების მიუხედავად.
Honeywell-მა გააძლიერა KNX-ის მიმართულება, რათა გაეუმჯობესებინა მისი ავტომატიზაცია, ეფექტურობა და მოქნილობა. საკუთარ BMS სისტემაში KNX-ის პროტოკოლების ინტეგრირებით, Honeywell მომხმარებლებს სთავაზობს მასშტაბურ, ენერგოეფექტურ და საიმედო კონტროლის სისტემას, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის შენობასა და ბიზნესზე. KNX კვლავაც რჩება ჭკვიანი შენობისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს კომპონენტად.
როგორ მუშაობს Honeywell-ის Konnex (KNX)?
I. სისტემის ინსტალაცია და ინტეგრაცია
ნაბიჯი 1: KNX უკავშირდება შენობის ყველა ფუნქციას
- Honeywell-ის KNX-ის მოწყობილობები ყენდება და იმართება EST პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.
- მოწყობილობები ერთმანეთთან კავშირდებიან სადენების, IP ან RF-ის მეშვეობით.
- KNX აინტეგრირებს: განათებას, HVAC, ჟალუზებს, უსაფრთხოებას, ენერგიის მონიტორინგისთვის საჭირო მოწყობილობასა და სხვა მულტიმედიურ სისტემებს.
II. დილის ავტომატიზებული რუტინა
ნაბიჯი 2: პერსონალიზებული აქტივობა
- წინასწარ დაგეგმილ დროს (ან მოძრაობის სენსორის დახმარებით) KNX სისტემა: ეტაპობრივად წევს ჟალუზებს, რთავს განათებას, აყენებს HVAC-ს შესაბამის პარამეტრებს და მონიტორინგს უწევს ტემპერატურას. სისტემა ყავის აპარატსაც კი რთავს, ასეთის ინტეგრირებისა და არსებობის შემთხვევაში.
III. როდესაც ადამიანები შენობაში არ არიან
ნაბიჯი 3: სენსორები და ოთახი
- მოძრაობის დეტექტორების დახმარებით, თუკი ოთახში ადამიანები იმყოფებიან, ინთება სინათლე. თუკი გაიღება ფანჯარა, HVAC სისტემა, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ავტომატურად ითიშება. იმ შემთხვევაში, თუ ოთახში არ ფიქსირდება მოძრაობა, ირთვება განათება და სხვა არასაჭირო ფუნქციები.
IV. ცენტრალიზებული & დისტანციური კონტროლი
ნაბიჯი 4: სრული კონტროლი ერთი სივრციდან
- მფლობელი აკონტროლებს ყველაფერს: ერთი საკონტროლო პანელიდან (მაგ. Honeywell-ის HMI ან TJA110), მობილური აპლიკაციიდან ან ხმოვანი ასისტენტის (Amazon Alexa, Google Home) დახმარებით KNX IP გამოყენებით.
- იქმნება ინდივიდუალური გარემო: მაგალითად, „ფილმის რეჟიმი“, რომელიც განათების ინტენსივობას დაბლა სწევს და ფილმის საყურებლად იდეალურ გარემოს ქმნის.
V. ენერგიის მონიტორინგი
ნაბიჯი 5: KNX მონიტორინგს უწევს და აოპტიმიზირებს ენერგიის მოხმარებას
- ჭკვიანი სენსორები ზომავენ: ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ხარჯს.
- BMS ან თავად მეპატრონე, მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაციას რეალურ რეჟიმში იღებს.
- KNX მოწყობილობები (თუკი დინამიკური ფუნქცია ჩართულია) მოქმედებენ კომუნალური გადასახადების ფასის ცვლილებაზე
- ამცირებენ არასაჭირო გაჯეტების გამოყენებას.
VI. უსაფრთხოება
ნაბიჯი 6: KNX ზრუნავს ჭკვიან უსაფრთხოებაზე
- ინტეგრირდება: მოძრაობის სენსორები, კარის ჩამკეტები, CCTV სისტემა და ა.შ.
- საგანგებო სიტუაციებისას: KNX რთავს განგაშის სიგნალს, ციმციმა სანათებსა და ხმოვან შეტყობინებებს.
- მუშაობს Honeywell-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემასთან ან BMS-სთან, რათა საგანგებო მდგომარეობის დროს გათიშოს HVAC და გახსნას კარები.
VII. ღამის რეჟიმი
ნაბიჯი 7: სისტემა ემზადება ღამის რეჟიმზე გადასასვლელად
- ერთი ბრძანებთ ან წინასწარ გაწერილი გეგმით: ითიშება ყველა არასაჭირო ნათება, მცირდება ტემპერატურა, იხურება ფარდები, აქტივირდება სიგნალიზაცია და იკეტება კარები.
VIII. მოვლა და დიაგნოსტიკა
ნაბიჯი 8: სისტემა ავტომატურ დიაგნოსტიკას ახორციელებს
- Honeywell-ის გადაწყვეტების დახმარებით, KNX სისტემას ავტომატური დიაგნოსტიკა შეუძლია, რომელიც ამოწმებს: რამდენად გამართულია სისტემა ტექნიკური თვალსაზრისით და რამდენად განახლებულია სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა.
IX. სისტემის გაფართოება ნაბიჯი 9: ახალი მოწყობილობების ან ფუნქციების მარტივად დამატება - იმის გამო, რომ KNX ღია პროტოკოლზე მუშაობს, შესაძლებელია Honeywell -ის ან სხვა ბრენდის მიერ წარმოებული, KNX მხარდაჭერილი მოწყობილობების მარტივად დამატება ან ძველის ახლით შეცვლა. - იდეალურია მზარდი ბიზნესების, სასტუმროებისა და სახლებისათვის.
ვინ უნდა გამოიყენოს KNX სისტემა?
KNX გადაწყვეტები შექმნილია განსხვავებული ტიპის რამდენიმე ინდუსტრიისთვის, რომლებიც ეძებენ შენობის კონტროლისათვის საჭირო მასშტაბურ და ჭკვიან ავტომატიზაციის სისტემებს. KNX-ის ტექნოლოგიის დანერგვით, რამდენიმე სექტორი სარგებლობს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის შერწყმულია BMS-ის ისეთ სისტემასთან, როგორსაც მომხმარებლებს Honeywell სთავაზობს:
საცხოვრებელი კომპლექსები ბინები & შენობები: KNX სახლის მფლობელებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს ავტომატურ რეჟიმში აკონტროლონ განათება, HVAC და უსაფრთხოების სისტემა, ამის წყალობით კი, გააუმჯობესონ კომფორტი და ცენტრალიზებული კონტროლის დახმარებით, შეამცირონ ენერგიის მოხმარება.
კომერციული შენობები სავაჭრო ცენტრები & ოფისები: ოფისები, ბიზნესები და მაღაზიები KNX იყენებენ ავტომატიზებული კონტროლის გასაუმჯობესებლად, ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ზოგადად, მომხმარებლების გამოცდილებს გასაუმჯობესებლად.
სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია სასტუმროები: სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები KNX გადაწყვეტების დანერგვით დიდ სარგებელს ნახულობენ, რადგან მისი წყალობით, სტუმრებს ოთახის მაქსიმალური პერსონალიზაცია შეუძლიათ, განსაკუთრებით თუკი KNX სისტემა BMS-თან ერთად არის დანერგილი.
KNX სისტემების მეშვეობით მიღწეული ოპერაციული გაუმჯობესებები მოიცავს - ენერგიის ხარჯების შემცირებას, მომხმარებლის გამოცილების გაუმჯობესებას, პროგნოზირებად დიაგნოსტიკას და მონაცემებზე ორიენტირებულ რესურსების მართვას, ეს ყველაფერი კი, სრულად შეესაბამება Honewyell-ის ჭკვიანი შენობის სტანდარტებს.
Honeywell - ლიდერი Konnex სისტემებში (KNX)
Honeywell, გლობალური ლიდერი KNX სისტემების წარმოებასა და განვითარებაში, მომხმარებლებს შენობის ავტომატიზაციაში სთავაზობს მაღალ განვითარებულ, მოქნილ და მასშტაბურ გადაწყვეტებს. როგორც კომერციულ სექტორში, ასევე დეველოპერული მიმართულებით, Honeywell-ის KNX ტექნოლოგია ორიენტირებულია შენობის მართვის სისტემასთან (BMS) მარტივად ინტეგრირებისათვის და ცენტრალიზებული კონტროლისათვის, შემდეგი მიმართულებით - HVAC (გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია), განათება, უსაფრთხოება და ოთახის სრული კონტროლი.
რაც Honeywell-ს სხვა ბრენდებისაგან განასხვავებს, არის მისი ერთგულება ღია სტანდარტისადმი, როგორიც KNX არის, ეს კი, უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობებსა და მწარმოებლებს შორის მარტივ თავსებადობას. მიდგომა Honeywell-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს მიაწოდოს მომავალზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ინდივიდუალური კონფიგურაციის მაქსიმალური შესაძლებლობები ექნება. ოთახებიდან დაწყებული, ფართო დაწესებულებებით დამთავრებული, Honeywell ქმნის ჭკვიან გადაწყვეტებს, რომლებიც ამცირებენ ენერგიის მოხმარებას, აუმჯობესებენ კომფორტსა და ამარტივებენ სივრცის სრულ მართვას.
KNX პროტოკოლის BMS-თან ინტეგრაციით, Honeywell უზრუნველყოფს სივრცის ზუსტ კონტროლს, პროცესების რეალურ დროში მონიტორინგსა და პროგნოზირებად დიაგნოსტიკას - ეს მას სანდო ბრენდად აქცევს ჭკვიანი შენობების მიმართულებით, რომლებიც სამშენებლო მომავალს წარმოადგენენ.
Honeywell-ის KNX სისტემების შემადგენელი კომპონენტები:
Honeywell-ის KNX სისტემა მრავალი კომპლექსური და თანამედროვე კომპონენტისაგან შედგება, რათა მომხმარებლებს შეუფერხებელი და ეფექტური ავტომატიზაცია მიაწოდოს. ყველა Konnex სისტემის საფუძველი სენსორებია, რომლებიც გარემო პირობების ცვლილებებს აფიქსირებენ, იქნება ეს ტემპერატურა, ტენიანობა, ადამიანების არსებობა, განათების დონე თუ სხვა. ეს სენსორები კი, მუდმივ კომუნიკაციაში არიან კონტროლერებთან - გადაწყვეტილების მიმღები მოწყობილობა - რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას და წინასწარ გაწერილი ლოგიკის ან კონკრეტულ მომენტში არსებული სიტუაციის მიხედვით, შესაბამის ბრძანებას გზავნიან.
აქტუატორები იღებენ ბრძანებებს და ასრულებენ შესაბამის მოქმედებებს - HVAC პარამეტრების რეგულირება, განათების ჩაქრობა ან ჟალუზების დახურვა. მომხმარებლებს ოთახის სრულად კონტროლი ისეთი ინტუიციური საშუალებებით შეუძლია, როგორიც სენსორული პანელები და კედელზე დამონტაჟებული კონტროლერებია.
ყველა კომპონენტი ურთიერთდაკავშირებულია სტანდარტიზებული KNX პროტოკოლის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს საიმედო და უწყვეტ კომუნიკაციას. Honeywell-ის KNX გადაწყვეტები შეუფერხებლად ინტეგრირდება შენობების მართვის სისტემებთან (BMS), რაც ცენტრალიზებული მონიტორინგის, მონაცემთა აღრიცხვისა და ენერგო ეფექტური ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. სწორედ ეს მჭიდროდ კოორდინირებული სისტემა ქმნის ჭკვიან ავტომატიზაციას, რომელიც ეფექტური და იდეალურად მორგებული არის თანამედროვე ტიპის შენობებისთვის.
Honeywell-ის KNX სისტემის ბრენდები და მოწყობილობები:
PEHA by Honeywell
PEHA by Honeywell არის სპეციალიზებული KNX-ზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შექმნილია გერმანიაში და განკუთვნილია ევროპის ბაზრისთვის, განსაკუთრებული აქცენტით საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსებზე. როგორც Honeywell-ის ჭკვიანი შენობების პორტფელის ნაწილი, PEHA უზრუნველყოფს მოწინავე გადაწყვეტებს შენობებში ელექტროენერგიის კონტროლი & განაწილების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების ავტომატიზაციისა და მართვისთვის. ის სხვა მოწყობილობებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა თანამედროვე, მომხმარებლებზე ორიენტირებული დიზაინითა და ინტუიციური ფუნქციონალით.
PEHA თავის თავში აერთიანებს KNX-სა და RF Smart Tools-ს, როგორც თავისი აპარატურის შემადგენელ კომპონენტს, უზრუნველყოფს რა სადენიან და უსადენო ფუნქციონირებას მაქსიმალური მოქნილობისთვის. სისტემა მუშაობს სპეციალურად შექმნილი PEHA პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რაც შენობის მართვის სისტემებთან (BMS) ზუსტი კონფიგურაციისა და მარტივი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, ახალი მშენებლობაა თუ არსებული ობიექტის მოდერნიზაცია, PEHA უზრუნველყოფს მასშტაბირებად ავტომატიზაციას, რომელიც მორგებულია სხვადასხვა სივრცის საჭიროებებზე.
📌 PEHA by Honeywell-ის უპირატესობები:
შექმნილია სპეციალურად ევროპული სტანდარტების შენობებისთვის
აერთიანებს KNX-სა და უსადენო RF ტექნოლოგიას
განათების, ენერგიისა და უსაფრთხოების სრული კონტროლის საშუალებას იძლევა
ინტეგრირდება BMS ინფრასტრუქტურასთან
MK Electric
MK Electric, დიდ ბრიტანეთში წარმოებული Honeywell-ის ქვე-ბრენდი, გლობალურად აღიარებული KNX-ზე დაფუძნებული გადაწყვეტაა, შექმნილი საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებისთვის. მისი დიზაინი გათვლილია მრავალფუნქციურობაზე და თანამედროვე არქიტექტურაზე, ხოლო სისტემის მთავარი მახასიათებელია მულტიპროტოკოლური ინტეგრაცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად აკონტროლოს განათება, ენერგიის განაწილება და უსაფრთხოების კომპონენტები ჭკვიან შენობებში.
MK Electric-ის გამორჩეული უპირატესობა არის მისი უნარი, გააერთიანოს სხვადასხვა საკომუნიკაციო სტანდარტები KNX-ზე დაფუძნებული ჭკვიანი აპარატურის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს სისტემის მოქნილობასა და თავსებადობას ფართო სპექტრის მოწყობილობებთან. სისტემა მუშაობს სპეციალურ MK Electric პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ფუნქციონირებას, მარტივ კონფიგურაციასა და შეუფერხებელ ინტეგრაციას როგორც ახალ, ასევე არსებულ BMS ინფრასტრუქტურაში.
როგორც Honeywell-ის ჭკვიანი ეკოსისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, MK Electric აერთიანებს ესთეტიკურ დიზაინს, ინოვაციასა და საიმედოობას, რაც მას იდეალურ გადაწყვეტად აქცევს გლობალური მასშტაბის პროექტებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია სტაბილური და ერთიანი ავტომატიზაციის არსებობა.
📌 MK Electric-ის უპირატესობები:
მარტივი შეთავსება სხვა მოწყობილობებთან
განათების, ენერგიისა და უსაფრთხოების მარტივი კონტროლი
BMS სისტემასთან ინტეგრაცია
Tridium by Honeywell
Tridium by Honeywell არის გლობალურად გავრცელებული KNX-თან თავსებადი პროგრამული პლატფორმა, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებში და შენობის ავტომატიზაციისთვის ფართოდ გამოიყენება კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორებში. განსხვავებით Honeywell-ის სხვა ბრენდებისგან, Tridium არ აწარმოებს საკუთარ აპარატურას – ის ფოკუსირებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, კერძოდ კი - Niagara Framework-ის მეშვეობით.
Tridium-ის მთავარი უპირატესობა არის მისი შესაძლებლობა, გააერთიანოს HVAC სისტემების, განათების, ენერგომოხმარებისა და უსაფრთხოების მართვა სხვადასხვა პროტოკოლის, მათ შორის KNX-ის გამოყენებით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ გადაწყვეტად აქცევს ბაზარზე. მისი თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული მიდგომა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ერთიანი ინტერფეისის დახმარებით მართონ მრავალი სხვადასხვა მოწყობილობა და სისტემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი და მასშტაბური პროექტებისთვის.
KNX-ის ინტეგრაციით Niagara-სთან ერთად, Tridium უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ანალიტიკას, რეალურ დროში მონიტორინგსა და ეფექტურ ავტომატიზაციას, რომელიც მორგებულია კომპლექსურ შენობებზე. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს Honeywell-ის სტრატეგიაში – ღია, ერთმანეთთან დაკავშირებული და მომავალზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნისკენ.
📌 Tridium by Honeywell-ის უპირატესობები:
Niagara Framework-ის პროგრამული სისტემა
მარტივი ინტეგრაცია BMS სისტემასთან
იდეალურია დიდი კომპლექსებისთვის
ფოკუსირებულია ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიტიკაზე
Alerton by Honeywell
Alerton by Honeywell არის მაღალი წარმადობის მქონე, KNX-თან თავსებადი შენობების ავტომატიზაციის გადაწყვეტა, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებში და ძირითადად ორიენტირებულია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარსა (აშშ და კანადა) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე (APAC). Alerton-ის მიზანია ჭკვიანი კონტროლის უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის ობიექტებში. ის შენობის მართვის სისტემებთან (BMS) მარტივი ინტეგრაციით გამოირჩევა, განსაკუთრებული აქცენტით HVAC ავტომატიზაციაზე – მათ შორის განათების, ვენტილაციისა და კონდიცირების მართვაზე.
Alerton-ის სისტემები დაფუძნებულია BACnet-კონტროლერებზე, რაც ღია კომუნიკაციასა და თავსებადობას უზრუნველყოფს სხვა ბრენდების მოწყობილობებთან. პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, Alerton იყენებს Niagara Framework-ს, რომელიც ერთიანი მართვის, რეალურ დროში მონიტორინგისა და განვითარებული ანალიტიკის წარმოების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს. ამ მიდგომის საშუალებით შესაძლებელია გარემოს კონტროლის სისტემების ზუსტი მართვა და KNX პროტოკოლთან შესაბამისობა, რაც უზრუნველყოფს ფართო ავტომატიზაციის შესაძლებლობებს.
მოქნილობასა და ინტეგრაციის სიმარტივეზე ორიენტაციით, Alerton by Honeywell უზრუნველყოფს მასშტაბურ გადაწყვეტილებებს საშუალო და დიდი ზომის ობიექტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სჭირდება ცენტრალიზებული HVAC და განათების ავტომატიზაცია მრავალ ზონაში.
📌 Alerton by Honeywell-ის უპირატესობები:
იყენებს BACnet-ის მოწყობილობებს
საკონტროლო სისტემა დაფუძნებულია Niagara Framework-ზე
მარტივად უწევს ოპტიმიზაციას HVAC-ს, განათებასა და ვენტილაციას
ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ბაზრებზე - ჩრდილოეთ ამერიკასა და APAC-ის რეგიონში
KNX ინტეგრაცია შენობის მართვის სისტემასთან (BMS)
Honeywell-ის KNX სისტემების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, Honeywell-ის წარმოებისა თუ სხვისი, შენობის მართვის სისტემებთან (BMS) შეუფერხებელი და მარტივი ინტეგრაციაა. ღია პროტოკოლებისა და სტანდარტიზებული კომუნიკაციის მეშვეობით, KNX მარტივად ინტეგრირდება სხვადასხვა ტიპის შენობის ავტომატიზაციის პლატფორმებთან, რაც უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ კონტროლს, მონაცემთა რეალურ დროში დამუშავებასა და ჭკვიან ავტომატიზაციას მთელს ობიექტზე.
როდესაც KNX სისტემა BMS-თან არის ინტეგრირებული, შესაძლებელია განათების, HVAC-ის, უსაფრთხოებისა და ენერგო მენეჯმენტის სისტემებს შორის ჭკვიანი სინქრონიზაცია. მაგალითად, KNX-ით დაკავშირებული სენსორები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ BMS მეშვეობით მოხდეს განათებისა და ვენტილაციის ავტომატური რეგულირება, რაც ზრდის ენერგოეფექტიანობას, მომხმარებლის კომფორტის შემცირების გარეშე. შესაბამისად, წვდომის კონტროლის სისტემის სენსორებსა და სიგნალებზე დაყრდნობით შეიძლება შეიცვალოს HVAC-ის პარამეტრები ან განათების რეჟიმები, რაც ოპტიმიზაციას უწევს კომფორტის ზრდასა და ხარჯების შემცირებას.
დამატებით, KNX-ის ინტეგრაცია ოთახის მართვის სისტემებთან (RMS) საშუალებას აძლევს სასტუმროებს, ოფისებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს, ავტომატიზაციის გზით მომხმარებლების ინდივიდუალური კომფორტის პარამეტრები მართონ. შესაბამისად, Honeywell-ის KNX ეკოსისტემა უზრუნველყოფს მასშტაბურ, მოქნილ და სრულად ინტეგრირებულ შენობის ჭკვიან გადაწყვეტებს.
INWEST-ის შესახებ
INWEST თითქმის უკვე ათწლეულია რაც საქართველოში Honeywell-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სანდო პარტნიორად ითვლება. ღრმა ინდუსტრიული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით, INWEST-მა 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა Honeywell-ისა და მისი შვილობილი ბრენდების გადაწყვეტების გამოყენებით, მათ შორის - KNX, BMS (შენობების მართვის სისტემა) და RMS (ოთახის მართვის სისტემა) ჩართულობით. ეს გადაწყვეტები გამოიყენებიან სხვადასხვა, მრავალფეროვან ინდუსტრიებში — სასტუმროებიდან და კომერციული ობიექტებიდან დაწყებული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი კომპლექსებით დასრულებული.
INWEST-ის სერვისები:
რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, INWEST მომხმარებლებსა და ბიზნესებს სპეციალიზების სრულ სპექტრსა და მომსახურებას სთავაზობს:
სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა - მორგებული გეგმარება და ინტეგრაციის სტრატეგიები KNX სისტემებისთვის, თითოეული პროექტის სპეციფიკის მიხედვით.
ინსტალაცია და გაშვება - Honeywell-ის ტექნოლოგიების სრული დანერგვა და კონფიგურაცია, შეუფერხებელი და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
მუდმივი მომსახურება & მხარდაჭერა - სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემის ხანგრძლივ საიმედოობას, წარმადობასა და ოპტიმიზაციას.
კონსულტაცია & ტექნიკური მხარდაჭერა - პროფესიონალური რჩევები სისტემის განახლებების, გაფართოებებისა და სხვა ტექნიკური გაუმჯობესებებისთვის.
ინვენტარის & ნაწილების მიწოდება - კონსულტაციისა და უშუალო ჩართულობის შემდგომ საჭირო კომპონენტებისა და დეტალების იმპორტი და მიწოდება.
Honeywell-ის მიერ წარმოებული მსოფლიო დონის ტექნოლოგიების მიწოდებითა და ადგილობრივი ბაზრის ცოდნის სინთეზით, INWEST განაგრძობს ჭკვიანი, ეფექტური და მომავალზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას, რაც აუმჯობესებს შენობისა თუ ოთახის სრულ ავტომატიზაციას და პარალელურად, ამცირებს დანახარჯებს.
შეჯამება
KNX სისტემები გლობალური სტანდარტის დაცვითა და მომავალზე ორიენტირებული შენობების ავტომატიზაციის ჭკვიანი გადაწყვეტაა, რომელიც სინქრონულად მართავს განათებას, HVAC-ს, უსაფრთხოებისა და ენერგოსისტემებს. მისი გამოყენება შესაძლებელია საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმრო სექტორებში, სადაც KNX უზრუნველყოფს საოპერაციო ეფექტურობას, სტაბილურობასა და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს.
Honeywell, როგორც ჭკვიანი ინფრასტრუქტურის გლობალური ლიდერი, მომხმარებლებსა და ბიზნესებს აწვდის საკუთარ და ცნობილი ქვე-ბრენდების წარმოებულ KNX-თან თავსებად სისტემებსა და გადაწყვეტებს — მათ შორის PEHA, MK Electric, Tridium და Alerton — რომლებიც მორგებულია კონკრეტულ ბაზრებსა და საჭიროებებს. ეს სისტემები მარტივად ინტეგრირდება BMS და RMS მოწყობილობებთან, რაც უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ კონტროლს მრავალფეროვან ობიექტებში.
ღია კომუნიკაციის პროტოკოლების ჭკვიან ინტეგრაციასთან შერწყმით, Honeywell-ის KNX გადაწყვეტები ეხმარებიან ბიზნესებს გაზარდონ სისტემის წარმადობა, შეამცირონ ხარჯები და უზრუნველყონ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და კომფორტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
Comments