Honeywell-ის ელექტრო გადაწყვეტა: ჭკვიანი და თანამედროვე ტიპის შენობებისთვის
- InWest
- May 19
- 7 min read
Updated: Jun 26

შესავალი - Honeywell-ის ელექტრო სისტემები
თანამედროვე ინფრასტრუქტურაში ელექტრო მოწყობილობები აღარ არიან უბრალო ფუნქციური ელემენტები, ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ, რომლებიც ახლებური ტიპის შენობებში უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობასა და სისტემების შეუფერხებელ მართვას უზრუნველყოფენ. ჭკვიანი განათებიდან და ენერგო მოხმარების განაწილებიდან დაწყებული, სხვადასხვა მცირე კომპონენტებით გაგრძელებული, იქნება ეს როზეტი, ჩამრთველი თუ სხვა, ელექტრონული გადაწყვეტები ქმნიან მნიშვნელოვან უპირატესობას განსხვავებული დანიშნულების ობიექტებისათვის, იქნება ეს კომერციული სივრცე თუ საცხოვრებელი ობიექტი.
Honeywell, როგორც შენობის ავტომატიზაციისა და ჭკვიანი ტექნოლოგიების წარმოებაში გლობალური ლიდერი, მომხმარებლებს ელექტრო სისტემების სრულ პორტფელს სთავაზობს. მისი ორი პრემიუმ ხაზის პროდუქტი - PEHA by Honeywell და MK Electric by Honeywell - აერთიანებს ესთეტიკასა და ტექნიკურ სიზუსტეს, ეს კი პროფესიონალებს საშუალებას აძლევს შექმნან ეფექტური, მასშტაბური და სრულად ინტეგრირებული ელექტრო სისტემები, როგორც კომერციული, ისე ინდუსტრიული ობიექტებისათვის.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რას წარმოადგენს ელექტრო გადაწყვეტები, როგორ მუშაობენ ისინი, ვის სჭირდება ყველაზე მეტად მათი დანერგვა და რატომ რჩება Honeywell სანდო ბრენდად ელექტრონული სისტემების წარმოებაში. ასევე გავეცნობით, როგორ ფუნქციონირებს ელექტრო სისტემა ტექნიკურად და გავიგებთ, რა მნიშვნელობა ენიჭებათ მათ უსაფრთხოებასა და ენერგო ეფექტურობაში, განსაკუთრებით ისეთი ობიექტებისათვის, რომლებიც სამუშაოს მაღალ სტანდარტსა და ჭკვიან ინფრასტრუქტურას საჭიროებენ.
რა არის ელექტრობის სისტემა?
ელექტრო სისტემა ნიშნავს ელექტრონული კომპონენტების ინტეგრირებულ ნაკრებს, რომლებიც შენობის ინფრასტრუქტურაში გამოიყენება ელექტრო ენერგიის განაწილებაში, განათების მართვაში, ავტომატიზაციის შექმნასა და მთლიანი სისტემის უსაფრთხო ოპერაციის უზრუნველყოფაში. სისტემა სხვადასხვა ისეთ ელემენტებს მოიცავს, როგორიცაა როზეტები, ჩამრთველები, სენსორები, დიმერები, წრედის დაცვის მოწყობილობები და სხვადასხვა ტიპის სამართავი ელემენტები. სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავენ ელექტრობის გამართულად ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას - დაწყებული საცხოვრებელი ბინიდან, დამთავრებული კომერციული და ინდუსტრიული ობიექტებით.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც შენობები უფრო ჭკვიანები გახდნენ და ენერგო ეფექტურობა პრიორიტეტად იქცა, ელექტრონული სისტემების განვითარებაც შესაბამის ტემპში მოექცა - ისინი ჩვეულებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან ჭკვიან და ეფექტურობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტებად გადაიქცნენ. დღევანდელ რეალობაში, ადამიანები ელექტრობის სისტემებისგან მოელიან მაღალ წარმადობას, მასშტაბურობასა და ავტომატიზაციის სხვადასხვა პლატფორმასთან შეუფერხებელ ინტეგრაციას, მაგალითად ისეთთან, როგორიც Honeywell-ის შენობის მართვის სისტემა (BMS) არის.
Honeywell, საკუთარი სპეციალიზებული ბრენდების, PEHA და MK Electric-ის საშუალებით, მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრო გადაწყვეტების სრულყოფილ სპექტრს, რომლებიც მორგებულია ყველა თანამედროვე და მრავალფეროვანი შენობისა თუ ბიზნესის მოთხოვნებზე. სისტემები აკმაყოფილებს არამხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თანხვედრაშია თანამედროვე არქიტექტურულ დიზაინთან და შენობაში არსებულ სხვადასხვა მოწყობილობებთან.
როგორ მუშაობს Honeywell-ის ელექტრო სისტემა?
Honeywell-ის ელექტრო სისტემა სტრუქტურირებულ მიდგომაზე დაფუძნებით ფუნქციონირებს, რაც შენობის ეკოსისტემას ეხმარება გახდეს უფრო უსაფრთხო და ავტომატიზებული. ქვემოთ მოცემულია ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი, თუ როგორ მუშაობს სისტემა:
ენერგიის განაწილება სისტემა ძირითადი კომპონენტების მონტაჟით იწყობა, როზეტები, დამცავი წრედი და გაყვანილობები, რომლებიც შენობის შიგნით ელექტრო ენერგიის უსაფრთხო განაწილებაზე არიან პასუხისმგებელნი.
საკონტროლო მექანიზმის ინტეგრაცია PEHA ან/და MK Electric მომხმარებლებს სპეციალურ ჩამრთველებს, დიმერებსა და ტაიმერებს აწვდიან, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს განათება, ვენტილაცია და სხვა მნიშვნელოვანი მოწყობილობები ხელით ან ავტომატურად აკონტროლონ.
ჭკვიანი მოწყობილობების დაკავშირება ისეთი დამატებითი კომპონენტები, როგორიც სენსორები და პროგრამირებადი კონტროლერები არიან, ენერგო ეფექტურობასა და კომფორტზე ორიენტირებულ ავტომატიზაციას შესაძლებელს ხდიან.
სრული სისტემის სინქრონიზაცია აღნიშნული ელექტრო კომპონენტები მარტივად ინტეგრირდებიან Honeywell-ის ფართო ეკოსისტემასთან, მათ შორის შენობის მართვის სისტემასთან (BMS), რაც სრულყოფილ ინფრასტრუქტურას ქმნის.
მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება სისტემა უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ ან ლოკალურ მონიტორინგს, რაც დროული დიაგნოსტიკის, ენერგიის მოხმარების გაანალიზებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
ვინ უნდა გამოიყენოს ჭკვიანი ელექტრო გადაწყვეტა?
გამართული და თანამედროვე ელექტრო სისტემა, ყველა იმ დაწესებულებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომელსაც სწორება უსაფრთხოებაზე, ენერგო ეფექტურობასა და კომფორტზე აქვს. Honeywell-ის მიერ წარმოებული კომპონენტები სხვადასხვა სექტორის მრავალფეროვან მოთხოვნებს ერგება და მათი გამოყენება მარტივად შესაძლებელია შემდეგ ობიექტებზე:
კომერციული შენობები ოფისები, სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები და მსგავსი დაწესებულებები დიდ სარგებელს ნახულობენ განათების ავტომატიზებით, უწყვეტი ელექტრონული კვებითა და შენობის მართვის სისტემასთან (BMS) მარტივი ინტეგრაციით.
ინდუსტრიული ობიექტები ქარხნები და საწყობები ისეთ სანდო ელექტრო გაყვანილობებსა და კომპონენტებს საჭიროებენ, რომლებიც მძიმე მრეწველობის სტანდარტებს პასუხობს და შესაბამის დატვირთვაზე იქნება გათვლილი. სწორედ ასეთია Honeywell-ის მიერ შემუშავებული ელექტრო გადაწყვეტები.
საცხოვრებელი კომპლექსები ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართები თუ დიდი კომპლექსები მნიშვნელოვნად იხეირებენ ჩამრთველებით, დიმერებითა და სხვადასხვა გაჯეტებით, რომლებიც ენერგიის დაზოგვაზე, მაცხოვრებელთა კომფორტსა და თანამედროვე არქიტექტურასთან შესაბამისობაზე არიან ორიენტირებულნი.
Honeywell-ის ელექტრო სისტემით სარგებლობისას, მომხმარებლებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ ენერგო ეფექტურობა და ენერგიის მონიტორინგი, დააბალანსონ მოწყობილობებზე არსებული დატვირთვა, გააუმჯობესონ ავტომატიზაცია და საერთო ჯამში, შეამცირონ საოპერაციო თუ საცხოვრებელი ხარჯები.
ამავე დროს, მარტივად არის შესაძლებელი ამ სისტემის შენობის მართვის სისტემასთან (BMS) ინტეგრაცია, რაც ნებისმიერი ტიპის ობიექტისთვის ცენტრალიზებულ კონტროლსა და გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს.
Honeywell-ის ელექტრო სისტემების ინტეგრაცია შენობის მართვის სისტემასთან (BMS)
Honeywell-ის ელექტრო სისტემები შექმნილია ისე, რომ შეუფერხებლად და მარტივად ინტეგრირდნენ შენობის მართვის სისტემასთან (BMS), რაც ცენტრალიზებული კონტროლისა და სრული ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა მთელი ობიექტის მასშტაბით. ინტეგრაციის შედეგად, ჩამრთველები, სენსორები, დიმერები და როზეტები გარდაიქმნებიან ჭკვიან მოწყობილობებად, რომლებიც უწყვეტად ურთიერთობენ შენობის ძირითადი ავტომატიზაციის ინფრასტრუქტურასთან, ეს კი, ზრდის ფუნქციურობას და ამცირებს ენერგიის მოხმარებას.
კავშირი შესაძლებელს ხდის რეალურ დროში დამუშავდეს მონაცემები, გაუმჯობესდეს ენერგიის ეფექტური მოხმარება და ავტომატური რეაგირება - მაგალითად, სისტემამ გაანათოს შესაბამისი სივრცე მისი დატვირთულობის მიხედვით. Honeywell-ის მიერ შემუშავებული სისტემები, იქნება ეს PEHA, MK Electric თუ სხვა, მუშაობენ ღია პროტოკოლზე, რაც მარტივი სინქრონიზაციის შესაძლებლობას იძლევა განათების, HVAC-ის, უსაფრთხოებისა და ენერგიის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპონენტებთან. შედეგად, მიიღება უფრო ჭკვიანი, უსაფრთხო და ეფექტური საოპერაციო გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მოთხოვნას პასუხობს.
Honeywell - ლიდერი ელექტრო სისტემების წარმოებაში
Honeywell ინოვაციების წინა ხაზზე დგას ელექტრონული სისტემების წარმოების სფეროში. კომპანია მომხმარებლებს სანდოობის, მრავალფეროვანი დიზაინისა და ჭკვიანი ფუნქციონალის უნიკალურ კომბინაციას სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს სრულად პასუხობენ. დიდი საინჟინრო გამოცდილებითა და ტექნოლოგიური სრულყოფილებით, Honeywell ისეთ ელექტრო გადაწყვეტებს ქმნის, რომლებიც მორგებულია ჭკვიან შენობებზე, კომერციულ ობიექტებზე, ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კომპლექსებზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Honeywell-ის ელექტრო სისტემების როლი ბევრად სცდება მხოლოდ ენერგიის დაზოგვის ფუნქციას, ის პარალელურად აერთიანებს ჭკვიან ჩამრთველებს, დიმერებს, სენსორებსა და როზეტებს, რომლებიც მარტივად ინტეგრირდებიან შენობის მართვის სისტემასთან (BMS) და ერთად ქმნიან ეფექტურ ეკოსისტემას. იმის გამო, რომ შენობები უფრო „დაკავშირებულნი“ და „მგრძნობიარენი“ ხდებიან მომხმარებლების ქცევასა და გარემო პირობებზე, Honeywell უზრუნველყოფს, რომ მისი პროდუქტები სრულად უჭერდნენ მხარს ამ თანამედროვე ტრანსფორმაციას და ყველა გამოწვევას პასუხობდნენ. სისტემის შესაძლებლობები მოიცავს მოწყობილობების დისტანციურ მართვას, ავტომატიზებულ განრიგს, ენერგიის რეალურ დროში მონიტორინგსა და დატვირთულობის კონტროლსა. შედეგად, Honeywell-ის გადაწყვეტები ქმნიან უფრო ჭკვიან, მოქნილ და ენერგო ეფექტურ გარემოს შენობებისა და ადამიანებისთვის.
Honeywell მომხმარებლებს საკუთარი ქვე-ბრენდების, PEHA და MK Electric, მეშვეობით სთავაზობს რეგიონზე მორგებულ და დანიშნულებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტას, რომელიც სრულად შეესაბამება ინდუსტრიაში დამკვიდრებულ თანამედროვე სტანდარტებს. კვლევებსა და განვითარებაში მუდმივი ინვესტიციით, სისტემათა შორის თავსებადობის გაზრდით, Honeywell საიმედო არჩევანად იქცა უამრავი ადამიანისა და ბიზნესისთვის. დღევანდელ სამყაროში, სადაც ოპერაციული ეფექტიანობა და ჭკვიანი ტექნოლოგია ერთიანდება, Honeywell-ის ელექტრო სისტემები წარმოადგენენ გადამწყვეტ კომპონენტს უსაფრთხო და ჭკვიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში, კომერციული ობიექტები იქნებიან ისინი თუ უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსები.
Honeywell-ის ელექტრო სისტემის მთავარი კომპონენტები:
PEHA by Honeywell
PEHA by Honeywell არის პრემიუმ კლასის ელექტრონული გადაწყვეტის ხაზი, რომელიც შემუშავებულია გერმანიაში და მორგებულია კონკრეტულად ევროპულ ბაზარს. ინდუსტრიული და კომერციული გარემოსთვის განკუთვნილი PEHA, ბიზნესებსა და ობიექტებს სანდო და მაღალი წარმადობის გადაწყვეტებს სთავაზობს. მისი ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს როგორც ცენტრალიზებულ, ისე დეცენტრალიზებულ კონტროლს განათებაზე, ენერგიის განაწილებასა და სხვა ელექტრონულ კომპონენტებზე. PEHA-ს ქსელი შედგება ჭკვიანი კონტროლერების, ჩამრთველებისა და როზეტების ფართო სპექტრისგან, რომლებიც ქმნიან სრულად ავტომატიზებული შენობის საფუძველს. თითოეული ეს კომპონენტი კი, შექმნილია მაღალი სიზუსტითა და თავსებადია უახლეს საკონტროლო ქსელებთან.
სისტემის კონფიგურაციისა და გამართულად მუშაობისთვის, PEHA სპეციალიზებულ პროგრამულ პლატფორმას იყენებს, რომელსაც PEHA ConfigTool ეწოდება. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად შეძლონ სისტემის დაყენება, დაპროგრამება და შემდგომ მთლიანი ინფრასტრუქტურა ეფექტურად მართონ.
📌 PEHA by Honeywell-ის უპირატესობები:
შექმნილია ინდუსტრიული დონის გამოწვევებისთვის
მარტივად ინტეგრირდება შენობის მართვის სისტემასთან (BMS)
გამოცდილი პროგრამული უზრუნველყოფა - PEHA ConfigTool
ერგება როგორც დიდ, ასევე მცირე ზომის ინფრასტრუქტურას
MK Electric by Honeywell
MK Electric by Honeywell არის სანდო ელექტრო სისტემების ხაზი, რომელიც იწარმოება დიდ ბრიტანეთში და მოიცავს ფართო ბაზრებს, მათ შორის ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, აზიასა და ოკეანეთის რეგიონს. ის სპეციალურად განკუთვნილია კომერციული ობიექტებისა და საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, სადაც მთავარი ფოკუსი ელექტრონული სისტემების მარტივ მართვასა და ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებაზეა. MK Electric ისეთი სხვადასხვა ფიზიკური მოწყობილობებისგან შედგება, როგორიც არის მაღალი ხარისხის ჩამრთველები და როზეტები, ენერგიის მონიტორინგის მოწყობილობები და ა.შ. ყველა კომპონენტი შექმნილია გამძლეობისთვის, უსაფრთხოებისა და ესთეტიკური შესაბამისობისთვის, რომელიც თანხვედრაში იქნება ინტერიერის თანამედროვე მოთხოვნებთან და პარალელურად, სრულად დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ MK Electric-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფა, აპარატურა სრულად თავსებადია შენობის მართვის სისტემების (BMS) პროგრამებთან.
ამის წყალობით, MK Electric ცენტრალიზებული კონტროლის სისტემაში მარტივი ინტეგრაცია შეუძლია, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს იმ პროექტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ჭკვიან ენერგო მოხმარებასა და საოპერაციო ეფექტურობაზე.
📌 MK Electric by Honeywell-ის უპირატესობები:
სანდო რეპუტაცია აქვს მრავალ რეგიონში
ორიენტირებულია ენერგო ეფექტურობასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე
მარტივად ინტეგრირდება BMS სისტემასთან
იდეალურია კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსებისთვის
INWEST-ის შესახებ - Honeywell-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
INWEST არის Honeywell-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო დონის ელექტრონული სისტემებისა და ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვაში. თანამშრომლობის თითქმის ათწლიანი გამოცდილებით, INWEST-მა სხვადასხვა სექტორში წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის, კომერციულ, ინდუსტრიულ და სხვადასხვა ტიპის სექტორებში.
INWEST მომხმარებლებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს:
სისტემის დიზაინი & საინჟინრო მხარდაჭერა - ელექტრო სისტემების ინდივიდუალური დაგეგმარება და ყველა პროექტის უნიკალური საჭიროებების გათვალისწინება.
ინსტალაცია & ექსპლუატაცია - Honeywell-ის მიერ წარმოებული თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიების მონტაჟი და კონფიგურაცია.
ტექნიკური მომსახურება & მხარდაჭერა - სრული ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც გათვლილია სისტემის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებასა და გრძელვადიან საოპერაციო ეფექტურობაზე.
კონსულტაცია & დახმარება - ყველა ტექნიკურ საკითხში პროფესიონალური კონსულტაცია, იქნება ეს პროგრამული განახლებები, სისტემის გაფართოება თუ ნებისმიერი სხვა რამ.
ინვენტარის & ნაწილების მიწოდება - INWEST, პროექტის დეტალური შეფასების შემდგომ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინვენტარის მოძიებასა და მიწოდებას, სათადარიგო ნაწილების საჭიროებისას კი, მათ იმპორტსა და დისტრიბუციას.
Honeywell-ის უახლესი ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი გამოცდილების შერწყმით, INWEST ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფს პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც მომხმარებლებსა თუ კომპანიებს აწვდის ეფექტურ და ჭკვიან სისტემურ გადაწყვეტებს.
პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები იღებენ გლობალური დონის ენერგოეფექტურ, უსაფრთხო და სრულად ავტომატიზებულ ტექნოლოგიას, რომელიც ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს მათ საქმიანობას და ინდივიდუალურად ორიენტირდება ყველა საჭიროებაზე.
INWEST-ის განხორციელებული პროექტები და შემუშავებული ელექტრო გადაწყვეტები
როდესაც საქმე ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ეხება, INWEST მომხმარებლებს არა მხოლოდ სანდოობას, არამედ ჭკვიან და მასშტაბურ გადაწყვეტას სთავაზობს, რომლებიც ობიექტის სპეციფიკას ინდივიდუალურად მოერგება. სწორედ ამ მიდგომით, საქართველოს მასშტაბით უამრავი პროექტი განხორციელდა. ისეთ სანდო ბრენდებთან თანამშრომლობით კი, როგორიც Sakcable და Schneider არიან, ობიექტები მაღალი ხარისხის ელექტრო გადაწყვეტებით აღიჭურვა, რაც აძლიერებს უსაფრთხოებას, ფუნქციონალსა და ენერგო ეფექტურობას.
INWEST-ის მიერ განხორციელებულ პროექტთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი მათგანია:
ideacity (Idea Melikishvili)
BLOX Gudauri
ორივე პროექტი საჭიროებდა გამძლე და ადაპტირებად ელექტრო ინფრასტრუქტურას, რომელიც შენობის სხვადასხვა სისტემების ფუნქციონირებას მარტივად გაუმკლავდებოდა - განათება, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, სახანძრო დეტექცია და ა.შ. INWEST-ის დახმარებით, შემუშავდა სადენების ერთიანი სისტემა და ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით ფუნქციონირებაში გაეშვა.
შესრულებული პროექტების ფარგლებში, Sakcable-მა უზრუნველყო მაღალი ხარისხის პროდუქტის მოწოდება, რომლებიც გამძლეობით გამოირჩევიან, ხოლო Schneider Electric-ის კომპონენტებმა, უზრუნველყო ენერგიის უსაფრთხო განაწილება.
INWEST-ის მიერ აღნიშნულ პროექტებზე გაწეული სამუშაო ნათლად აჩვენებს, რომ ელექტრო ინფრასტრუქტურაზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენს ჭკვიანი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველს, ხოლო კომპონენტების სწორი შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანი სისტემის დაგეგმვა და ინსტალაცია.
შეჯამება
Honeywell-ის ელექტრონული სისტემები იმგვარ ეკოსისტემას ქმიან, რომლებიც მომხმარებლებს სრულყოფილ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. ზრდის რა შენობის ფუნქციონალს, ენერგო ეფექტურობასა და უსაფრთხოებას როგორც კომერციულ, ისე ინდუსტრიულ და საცხოვრებელ კომპლექსებში. ხოლო ისეთი სანდო და გამოცდილი პროდუქტის ხაზის მეშვეობით, როგორიც PEHA და MK Electric არიან, Honeywell უზრუნველყოფს ჭკვიან კონტროლს, მაღალ სანდოობასა და მარტივ ინტეგრაციას სხვადასხვა სისტემებთან, იქნება ეს შენობის მართვის სისტემა (BMS) თუ სხვა. შედეგად, მიიღება ცენტრალიზებული კონტროლი, ენერგიის სწორად განაწილება და სრული ავტომატიზაცია.
მაღალი წარმადობის ჩამრთველებიდან და ენერგიის მონიტორინგის მოწყობილობებიდან დაწყებული, ჭკვიანი მართვისათვის განკუთვნილი სხვა გაჯეტებით დამთავრებული, Honeywell-ის ელექტრონული სისტემა შექმნილია თანამედროვე ინფრასტრუქტურის ყველა გამოწვევების საპასუხოდ. მოქნილობა, გამძლეობა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა ამ სისტემებს იდეალურ არჩევანად აქცევს, როგორც ახალი ობიექტებისათვის, ისე უკვე არსებული ინფრასტრუქტურისთვის, რომლებსაც განახლება და მოდერნიზება ესაჭიროებათ.
Honeywell-ს საქართველოში ოფიციალურად INWEST წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სერვისს, დაწყებული სისტემის დიზაინითა და დაპროექტებით, დასრულებული გრძელვადიანი ტექნიკური მომსახურებითა და ყველა საჭირო ნაწილის იმპორტირებით. პარტნიორობა ბიზნესებსა და მომხმარებლებს წვდომას უხსნის უახლეს ტექნოლოგიებზე, რომლებიც INWEST-ის გამოცდილების წყალობით ქმედით სისტემებად გადაიქცევიან.
Comments